top of page

ავტომობილის შეფასება თანამედროვე მოთხოვნებთან თანხვედრაში - ახალი პროექტი „KOMMA”

Updated: Jan 30

ამ საუკუნის  ერთერთი მთავარი  ტექნოლოგიური გამოწვევა მდგრადი განვითარებაა. სწორედ ამ გამოწვევის ამოცანაა, მანქანქანის ელექტრო მანქანით ჩანაცვლება, რაც თავისთავად დადებით ზეგავლენას მოახდენს გარემოზე, მაგრამ ფერარის ყოფილი მთავარი დიზაინერის ლოვი ვერმეიშის აზრით მხოლოდ ელექტორომობილების გამოშვება არაა საკმარისი თანამედროვე მოთხოვნებთან თანხვედრისთვის. ამასთან ერთად საჭიროა ვიფიქროთ ნაკლები მატერიალური რესურსის გამოყენებაზე, ლოვი ვერმიშის აზრით საშუალოდ 80 კილოგრამიანი ადამიანის გადაადგილება 2.5 ტონა მასალით არ არის ის რაც საუკეთესოდ უნდა მივიჩნიოთ , განსაკუთრებით ურბანულ გარემოში.

გარდა მატერიალური რესურსების დაზოგვისა ამ საუკუნის მთავარ პრობლემად ავტომანქანების რაოდენობა და საცობებია. სწორედ ამ ჩამოთვლილი ამოცანების გადასაჭრელად  ლოვი ვერმეიშმა პარტნიორბითან ერთად ახალი პროექტი  „KOMMA“ წამოიწყო. „KOMMA“ აწარმოებს ელექტრო მანქანებს რომლებიც გამოირჩევიან ენერგოეფექტურობით, ზომით,ფორმით და მანევრირების საშუალებით. ეს მანქნაები 20 % ით ნაკლებს სივრცეს იჭერენ ვიდრე ტიპიური ავტომობილები,აგრეთვე მისი მოგრძო ფორმა საცობებში უკეთ მანევრირების შესაძლებლობას იძლევა. მწარმოებლების თქმით ავტომობილები 66 % ით ენერგოეფექტურები არიან, 70 % უფრო ეკოლოგიურები, 70 % ნაკლებია მათი შეკეთების ხარჯები ტიპიურ ავტომანქნაებთან შედარებით. ამ მინი მანქანებს გააჩნიათ ყველაფერი უსაფრთხო მგზავრობისთვის, აირბაგები, ღვედები და ასევე ბორბლები წარმოუდგენლად მოქნილი მანევრირებისთვის.

ელექტრო ავტომობილის შეფასება

ასევე აღსანიშნავია რომ ელექტრო მანქანებზე 33 % ით ენერგოეფექტურები არიან.

პროექტმა ინტერენეტ სივრცეში სხვადასხვანაირი გამოხმაურება გამოიწვია, გამომცემლობა ფორბსი წერს სტატის სახელწოდებით: „ როგორ დაეხმარება შვეიცარიული სტარტაპი "KOMMA" ქალაქებს მოდიფიკაციაში“, „ეს არის კომა: არა მიკრო მანქანა, უფრო ახალი ტიპის კომპაქტური ელექტრო მანქანა მსოფლიოს გადარჩენისთვის" აღნიშული ავტომბოილები არ აღიქმება როგორც ტიპიური მიკრო მანქანები რადგან მიკრო მანქანებთან შედარებით „ KOMMA“ ბევრად სტაბილური და უსაფრთხოა. კომპანიაში იმედოვნებენ რომ პროდუქცია ბაზარზე 2025 წლის ბოლოსთვის გამოვა. მანქანა ერთ დამუხტვაზე 200 კილომეტრს გაივლის,ხოლო  მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ.სთ ექნება, რაც პროფესიონალების აზრით სრულიად საკმარისია გადატვირთულ ურბანულ გარმეოში გადაადგილებისათვის.

ელექტრო ავტომობილის შეფასება

შეგახსენებთ რომ სპეციალისტების აზრით 2030 წლისთვის გამოშვებული მანქანების 45% ელექტრო იქნება. რამდენად სწრაფად დაიმკვიდრებს ქართულ ბაზარზე ელექტრო მანქანები ადგილს, ნაწილობრივად დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რაოდენ სწრაფად მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში და რამდენად ხელმისწვდომი გახდება ელექტრო მანქანები ქართული ბაზრისთვის.

იხილეთ ვიდეო:

20 views

Commenti


bottom of page