top of page

ბინის შეფასება და შეფასების საერთაშორისო სტანდარტები



ბინის შეფასება

ხშირად სამართლებრივი, სადაზღვეო თუ ფინანსური მიზნებისთვის  საჭირო ხდება ბინის საბაზრო ღირებულების დადგენა.ასეთ დროს სანდო სერტიფიცირებული შემფასებლის ან ორგანიზაცია გჭირდებათ,  რომ სათანადოდ და საერთაშორისო შეფასების სტანდარტების მიხედვით მოხდეს ბინის შეფასება. ამ პოსტში მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას რაც შეფასების პროცესში ყურადსაღებია.

 

რა სერტიფიკატი ან კვალიფიკაცია უნდა ქონეს შემფასებელს?

 

შემფასებელი უნდა იყოს სერტიფიცირებული შეფასების საერთასორისო სტანდარტების მიხედვით, რომელსაც საქართველოში სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო გასცემს.

 

როგორ ხდება შეფასება

 

მას შემდეგ როდესაც დაუკავშირდებით შემფასებელს, დათქმულ პერიოდში მოხდება ადგილზე ბინის ინსპექტირება და საშუალოდ 2- 3 სამუშაო დღეში  შეფასების დასკვნის მომზადება.

 

რა მეთოდები გამოიყენება შეფასების დასკვნის მოსამზადებლად

 

საცხოვრებელი ბინის შეფასების დროს უმთავრესად გამოიყენება ორი: საბაზრო და შემოსავლების მეთოდი. საბაზრო მეთოდი გულისხმობს მსგავსი საცხოვრებელი ბინების შედარებას ერთმანეთთან, ხოლო შემოსავლების მეთოდი თუ რა შემოსავლების გენერირება შეულძია საცხოვრებელ ერთეულს და როგორი კაპიტალიზაციის განაკვეთია მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდგომ კი მათი შეწონვით ვიღებთ საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულებას.

 

ხდება თუ არა საგადასახადო გირავნობის  გათვალსწინება ბინის შეფასების დროს

 

გირავნობის  შესახებ კლიენტის კონსულტაციის შედგომ  და შეფასების მიზნობირიობის და ღირებულების ტიპის გათვალისწინებით ერთობლივი გადაწყვეტილებით ვითვალისწინებთ მის არსებობას რაც შემდგომში დასკვნის შინაარსში აისახება.

 

რა ინფორმაციისგან შედგება შეფასების დასკვნა

 

შეფასების დასკვნა შედგება, ბინის ფიზიკური და იურიდიული მონაცემებისგან, ბაზრის ანალიზისგან, უძრავი ქონების საუკეთესო გამოყენების ანალიზისგან, კალკულაციებისგან და დაშვებებისგან რომლებიც საჭირო გახდა შეფასების პროცესში.

 

შეფასების ღირებულება

 

შეფასების ღირებულება დამოკიდებულია შეფასების სირთულეზე და დროზე. ფასები იწყება 100 ლარიდან.

 

ელექტორნული დოკუმენტაცია

 

შეფასების დასკვნა გაცემულია ელექტორნული ხელომწერით რაც ვალიდურს ხდის წარადგინოთ იგი ნებისმიერ ინსტანიცაში ამობეჭვიდს გარეშე.

 

Comentários


bottom of page