top of page

ბულდოზერის ექსპლუატაციის ვადა, ტიპები და შეფასების მეთოდოლოგია

ბულდოზერი ძლიერი სამშენებლო მანქანაა,  რომელსაც გააჩია თხრის ,წევის, გადარჩევის საშუალება სამშენებლო ტერიტორიაზე. ბულდოზერის საწევი პირები, გრძელი და მძიმეა და რამოდენიმე ტიპის არსებობს განსხვავებული სამუშაოების შესასრულებლად. ძირითადად ექვის სახეობის ბულდოზერი გვხვდება და მათი შერჩევა სამუშაოს მოცულობიდან და სპეციფიკაციიდან გამომდინარე ხდება. ბულდოზერების შერჩევის დროს ყურადღება ექცევა სამუშაო წონას (operating weight), სიმძლავრეს (Power), საწევი პირის სიგანე (Blader width), ასევე აქვს თუ არა დოზერს LGP ფუნქცია, რაც მის ადვილად გადაადგილების საშუალებას იძლევა რთულ რელიეფზე. მათი წონა ოთხი ტონიდან თოთხმეტ ტონამდე მერყეობს. თანამედროვე ბულდოზერები სხვა მრავალი გამარტივებული ფუნქციებითაც გამოირჩევიან, ასევე გამოირჩევიან საწვავის ნაკლები მოხმარებით.


მცოცავი ბულდოზერი (Crawler dozer)

მცოცავი ბულდოზერი

მცოცავი ბულდოზერები  შესანიშნავია რთულ რელიეფებზე, მძიმე მასალის გადასაზიდად. სავალი ბილიკების გამო მათ უფრო მეტი სიმძლავრე აქვთ, რადგან დატვირთვა თანაბრად ნაწილდება ბილიკებზე. მათ უფრო მძლავრად შეუძიათ მკვრივი რელიეფის მტვრევა და გადაზიდვა.



ბორბილიანი ბულდოზერი (Wheel Buldozer)

ბორბლიანი ბულდოზერი

ბორბლიანი ბულდოზერები რთულ რელიეფზე ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ მცოცავ ბულდოზერთან შედარებით ადვილად მანევრირებს. ასეთ დოზერებს გააჩნიათ არტიკულირებული ჰიდრავლიკური საჭე და მოხვევა მცირე რადიუსში შეუძიათ.




ტვირთის დოზერები (Shiphold Buldozer)

ტვირთის დოზერი

ასეთი დოზერები განკუთვნილია კომერციული ტვირთის გადასატანად. ისინი კომპაქტურები მაგრამ მოქნილი მანევრირებით გამოირჩევიან, რაც მცირე სივრცეში ადვლიად მუშაობის საშუალებას იძლევა. ასეთ ბულდოზერებს ხშირად გემიდან ტვირთის გადმოსაზიდად იყენებენ ამიტომ ხშირიად ისინი ჟანგისადმი მდგრადი მასალებით არის დამზადებული.



გადმამუშავებელი დოზერები (Mulcher buldozer)

გადამამუშავებელი დოზერი

გადამამუშავებელი დოზერებით ადვილად იწმინდება ნიადაგი, ბუჩქებისგან, ნაგვისგან და ხისგან. ასეთ ბულდოზერს გააჩნია გადამამუშავებელი მოწყობილობა მულჩერები რომლებიც ადვილად შლიან და ფქვავენ მიწის და ხის დიდ ნაჭრებს.




ჰიბრიდი ბულდოზერები (Hybrid bulldozer)

ჰიბრიდი დოზერი

ჰიბრიდი ბულდოზრების ნაირსახეობა სიახლეა ბაზრისთვის, ის გამოირჩევა თავისი მდგრადობით , ნაკლები გამონაბოლქვით და საწვავის მცირე მოხმარებით.







მინი დოზერი (Mini Dozer)

მინი დოზერი

ასეთი ბულდოზერები თავისი მრავალმხრივი გამოყენებით გამოირჩევიან, მათ უკეთესი სიჩქარე და მანევრირების უნარი აქვთ.










მძიმე ტექნიკის შეფასების დროს პირველ რიგში  საჭიროა ადგილობრივ ბაზარს შესწავლა, არის თუ არა მსგავსი ტიპის ტექნიკა ბაზარზე. რა ფასად, როდის რა პირობით და რა მდგომარეობაში გაიყიდა ანალოგიური ტექნიკა. თუ ბაზარზე არ გვხვდება მსგავსი გაყიდვები, ანალოგიური ტექნიკა გლობალურ ბაზრებზე უნდა ვეძებოთ, შემოდგომში შევისწავლოთ  ჩამოყვანისა და გამბაჟების ხარჯები და მხოლოდ მას შემდეგ დავაკორექტიროთ  ფიზიკური თუ ფუნქციონალური თვისებების მიხედვით. ფიზიკური მდგომარეობის გარდა ყურადღება ექცევა გამოშვების თარიღს და ქონების ექსპულატაციის ვადას, ასევე ფუნქციონალური მოძველების შემთხვევაში ღირებულება კორექტირდება კონკრეტული ფუნქციის წვლილის განსაზღვრით ღირეუბლების ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია რომ ბულდოზერის ექსპუალტიაციის ვადა ნორმალური მოხმარების შემთხვევაში 7 დან 10 წელიწადამდე მერყეობს და მისი მდგომარეობა დამოკიდებულია სხვადასხვა საექსპუალტაციო ფაქტორებზე. მაგალითისთვის მცოცავი ბულდოზერის სავალი ბილიკები, უფრო მიდრეკილნი არიან ცვეთისკენ, ასე რომ ბილიკების აქტიურმა მოვლამ შესაძლებელია მნიშნვნელოვნად გაახანგრძივოს ამ მძმე ტექნიკის საექსპულატაციო ვადა.

ბულდოზრების საერთაშორისო მწარმებელი კომპანიებია: Case, Caterpillar, Chetra, Daewoo, Dresser, Dressta, Furukawa, Hbxg,Hitachi, John Deere, Komatsu, Liebherr, Mitsubishi, New Holland, YTO.

თუ გსურთ მძიმე ტექნიკის შეფასება, ნებისმიერი მიზნისთვის,შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებული შემფასებლები დაგეხმარებიან შეაფასოთ თქვენთვის საინტერესო ქონება.



Comments


bottom of page