ევროკოდები ათი ევროპული სტანდარტია, რომელებიც მშენებლობაში უზრუნველყოფენ საერთაშორისო მიდგომებს. ქართული სამშენებლო სექტორი ემზადება ამ სტანდარტების დასანერგად. აღნიშნული სტანდარტებით 31 ქვეყანა სარგებლობს, ასევე, სტანდარტები მიღებულია/მიღების პროცეშია 9 არაევროკავშირის ქვეყანაში. ევროკოდები შეიმუშავა სტანდარტების ევროპულმა კომიტეტმა და მათი ძირითადი მიზანი იყო:
შენობის სიმტკიცის, სტაბილურობის და უსაფრთხოების თანხვედრა სტანდარტებით გათვალსწინებულ მოთხოვნებთან.
სტანდარტები უნდა იყოს ბაზა სამშენებლო და საინჟინრო სახელშეკრულებო დეტალებისთვის.
სტანდარტები უნდა იყოს სამშენებლო პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლეიბის სტანდარტიზების საშუალება.
შინაარსობრივად სტანდარტების პირველი და მეორე კოდი კონსტრუქციის პროექტირებას და მასზე ზემოქმედებას ეხება (ევროკოდი 0 - მზიდი კონსტრუქციების პროექტირება,
ევროკოდი 1 - ზემოქმედება მზიდ კონსტრუქციაზე). მეშვიდე და მერვე კოდები გეოტექნიკისა და სეისმომედეგობის სტანდარტებია (ევროკოდი 7 - გეოტექნიკა, ევროკოდი 8 -სეისმომედეგი კონსრუქციების პროექტირება) სხვა დანარჩენი კი დეტალების და მასალების პროექტირების სტანდარტებია
(ევროკოდი 2 - ბეტონის კონსტრუქციის პროექტირება,
ევროკოდი 3 - მეტალის კონსტრუქციის პროექტირება,
ევროკოდი 4 - მეტალისა და ბეტონის კონსტრუქციის პროექტირება,
ევროკოდი 5 - ხის კონსტრუქციის პროექტირება,
ევროკოდი 6 - ქვის კონსტრუქციის პროექტირება,
ევროკოდი 9 -ალუმინის კონსტრუქციის პროექტირება)
დღეისათვის საქართველოში საბჭოთა კავშირის დროინდელი სტანდარტების მიხედვით ხდება მშენებლობა, რომელიც ექსპერტების აზრით, მოძველებულია და თანამედროვე მოთხოვნებთან შეუსაბამოა. USAD-ის ახალი პროექტის თანახმად, იგეგმება ქართველი კონსტრუქტორების გადამზადება როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, რაც საბოლოოდ შეამზადებს და საფუძველს ჩაუყრის ქართული სამშენებლო სექტორის ევროპულ სტანდარტიზაციას. ამ სტანდარტების უპირატესობა უსაფრთოებაზე და შენობის ექსპულატაციის ხანგრძლივობაზეა ორიენტირებული, ასევე მაღალი ხარისხის მასალების მიზნობრივ და სწორი რაოდენობით გამოყენებაზე, რაც შესაძლოა შენობის მაღალ ხარისხთან ერთად სამშენებლო ხარჯების შემცირების მიზეზიც გახდეს. საბოლოო ჯამში ასეთი სტანდარტებით აშენებული შენობა უსაფრთხოების განცდასთან ასოცირდება, რაც დღეს ასე მნიშვნელოვანია უძრავი ქონების ფლობის დროს.
Comments