top of page

ექსკავატორის საშუალო ექსპულატაციის ხანგრძივობა და ტიპები


ექსკავატორების საშუალო ექსპულატაციის ხანგრძლივობა და ტიპები

ფლობდე ან ინტერესი გქონდეს მძმე ტექნიკის შეფასების, შეძენის, გაყიდვის, დაზღვევისა ან სხვა მანიპულაციის, აუცილებელია იცოდე მისი მონაცემები და ექსპულატაციის ხანგრძლივობა, ეს მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია რამოდენიმე ფაქტორის გამო:

  • ბიუჯეტის დაგეგმვისთვის

  • ტექნიკური განრიგი

  • უსაფრთხოება

  • ეფექტურობა და პროდუქტიულობა

  • გარემოზე ზემოქმედება

  • სამუშაოსთან შესაბამისობა

  • გაყიდვის ღირებულება

  • დაზღვევა და გარანტიები

  • ოპერაციული შეუწყვეტლობა

  • რესურსების განაწილება

ეს ის მცირედი ჩამონათვალია რომელიც გააუმჯობესებს როგორც საოპერაციო გადაწყვეტილებებს ასევე ფინანსურ გადაწყვეტილებებსაც.

მძიმე ტექნიკაში ერთერთი ყველაზე გავრცელებული მანქანა - დანადგარია ექსკავატორი. ამ სახეობის ტექნიკის ძირითადი შვიდი ტიპი გვხვდება:

  • მცოცავი ექსკავატორი - ასეთ ექსკავატორს აღჭურვილობა წინა მხარეს აქვს განთავსებული და გამოიყენება მძიმე სამშენებლო თუ მიწის სამუშაოებში. მათი წონა ზომის მიხედვით შეიძლება ტონიდან 300 ტონამდე მერყებოდეს. კაბინეტი 360 გრადუსით ბრუნავს, ხოლო ბილიკები მიწაზე ნაკლებ წნევას ქმნიან, რაცი იდეალურია ციცაბო, მოუხერხებელ ადგილებზე მანევრირებისთვის. ექსკავატორის ნიჩბის, მკალვის, წონის და სიმაღლის ნიშნით შერჩევა დაგეხმარებათ ზუსტად მოარგოთ სამუშაო აღწერილობას. მცოცავი ექსკავატორების ექსპულატაციის ვადა საშუალოდ 10 000 - 30 000 საათია.

  • ბორბლიანი ექსკავატორი - ბორბლიანი ესკავატორი სტანდარტულისგან განსხვავდებია იმით რომ შეუძია ტრაილერის გარეშე ადვიალად გადაადგილება, რათქმაუნდა მცოცავ ექსკავატორთან შედარებით მისი წევის ძალა მცირეა და დახრილ ფერდობებზე შედარებით უჭირს მუშაობა მაგრამ მეტად ჩქარები არიან თხრასა და ტრანსპორტირებაში ვიდრე მცოცავი ექსკავატორები. მათი სიცოცხლის ციკლიც დაახლოვებით 10 000 - 30 000 საათია. ასეთი ექსკავატორების წონა 5დან 100 ტონამდეა.

  • რთულად მისაღწევი ადგილების ექსკავატორი - ასეთ ექსკავატორების უფრო გრძელი მკავლი გააჩია, მისი ექსპულატაციის ვადა დაახლოვებით 10 000 - 30 000 სამუშაო საათია ხოლო წონა 5 დან 40 ტონამდე.

  • დრაგლაინი - ასეთი სამუშაო ექსკავატორები გამოიყენება ფართომასშტაბური მშენებლობისთვის, როგორებიცაა ნავსადგურის მშენბლობა, არხების გათხრები. ისინი ხშირად სტანდარტულ ექსკავატორებზე დიდია და ადგილზე ეწყობა. მისი ექსპულატაციის ვადა დაახლოვებით 20 000 - 100 000 სამუშაო საათს შეადგენს ხოლო წონა 200 დან 13 ათას ტონამდე.

  • ზურგულა ექსკავატორი - ესეთი ექსკავატორები ხშირად ერევათ ჩვეულებრივ ექსკავატორიში მაგრამ ჩვეულებრივისგან განსხვავებით მათ მკალვი უკანა მხარეს აქვთ დამაგრებული, ხოლო წინ ნიჩაბი, რომელიც გადაადგილებს მასალას.ასეთი ექსკავატორები ძირითადად 200 გრადუსით ბრუნავს. მათ ერთდროულად მრავალი ამოცანის გადაჭრა შეუძიათ, მაგალითად თხრის და შემდგომში გასწორება, დახარისხების. ექსპულატაციის ვადა დაახლოვებით 10 000 - 20 000 სამუშაო საათია, წონა კი ტონიდან 40 ტონამდე.

  • სამთო მოპოვების ექსკავატორი - ეს მანქანა ხასიათდება ძიერი მკლავით და ბუკეტით, ნიადაგების, ქანების და მინერალების გადასატანად. მის მკლავს განსახვავებული ორიენტაციის უნარი აქვს და ექსპულატაციის ხანგრძივობაც დაახლოვებით 10 000 - 20 000 სამუშაო საათს შედგენს. წონა კი 20 დან 200 ტონამდე მერყეობს ზომის მიხედვით.

  • შემწოვი ექსკავატორი - ეს ექსკავატორები იყენებენ წყლის წნევას ნიადაგის ამოსაღებად,ნიადაგის ამოღება სპეციალური მილით ხორციელდება და მაღალგამოსადეგია მაშინ როდესაც მიწა ზუსტად და დელიკატურად არის დასამუშავებელი. ასეთი ექსკავატორის ექსპულატაციის ხანგრძლივობაც 10 000- 20 000 სამუშაო საათია. მათი წონა 2 დან 18 ტონამდეა.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ასეთი ტექნიკის ექსპულატაციის ვადის გასაზრდელად და ხარნგრძივად და სწორად შევძლოთ მისი უტილიზაცია:

  • რეგულარული მოვლა

  • გამოყენების ინტენსივობა და სიხშირე

  • ექსპულატაციის გარემო პირობები

  • ხარისხი და ბრენდის სანდოობა

  • თანამედროვე ტექნოლოგიების ქონა

  • ოპერატორის უნარები და გამოცდილება

  • შემცვლელი ნაწილების ხელმისწვდომობა

ასევე მნიშნელოვანი საკითხია თუ სად რა პირობით და რა ფასად არის შეიძლებელი ექსკავატორის დაქირავება.


Comments


bottom of page