top of page

თანამედროვე იაპონური არქიტექტურა

აღმოსავლური არქიტექტურა თითქმის  ყველა საუკუნეში განსაცვიფრებლად ლამაზი და იდუმალი იყო. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იაპონური არქიტექტურაა.

წარსულში იაპონური ტრადიციული არქიტექტურისთვის დამახაიასიათებელი იყო  კრამიტით გადახურული დაბალი ხის კონსტრუქციები. შიდა კედლები წარმოადგენდა სლაიდს, რომელსაც „ფუსუმა“ ერქვა. "ფუსუმა" საჭორო იყო იმისთვის, რომ სწორად მორგებულიყო სხვადასხვა ოჯახურ სიტუაციებს.

იაპონურ არქიტექტურაში მრავალი სტილი და თავისებურებები გვხვდება: ციხესიმაგრეები, ბუდისტური ტაძრები და შინტოს სალოცავები მხოლოდ მცირე მათგანია, რაზეც შეიძლება ვილაპარაკოთ.

ახალ ათასწლეულში იაპონურმა არქიტექტურამ ხელახლა აღმოაჩინა თავისი იდენტობა და, როგორც ყოველთვის,  ის რადიკალურად განსხვავებულია დასავლური ფორმებისგან, თან ნაწილობრივ დასავლური არქიტექტურის ინსპირაციაცაა. თანამედროვე იაპონური არქიტექტურა რამდენიმე ფუნდამეტური მიდგომით გამოირჩევა: მოულოდნელობით, შეუძლებლობის განცდით, შეუსაბამობით, ტოტალურობით.  

ძალიან ცნობილი და დამსახურებული იაპონელი არქიტექტორები, როგორებიც არიან მაგალითად, კენგო კუმა ან ტადაო ანდო, არა მხოლოდ იაპონიაში მოღვაწეობენ, არამედ მსოფლიო მასშტაბით ქმნიან თანამედროვე არქიტექტურის განუმეორებელ ნიმუშებს. თუ 82 წლის ტადაო ანდო გამოირჩევა მინიმალიზმითა და სივრცის სილამაზის გადმოცემის უნარით, თითქმის 70 წლის კენგო კუმა განსხვავებულ დიზაინთან ერთად, იდეალურად თამაშობს სტრუქტურითა და მატერიით. გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს, რომელიც ჩვენ მოგვწონს იმ მრავალრიცხოვანი ნამუშევრთაგან, რომელსაც ეს ორი დიდი არქიტექტორი გვთავაზობს.


მუზეუმი "პროსტო", იაპონია

არქიტექტორი: კენგო კუმა

შექმნილია: 2008 -2010 წ

იაპონური თანამედროვე არქიტექტურა
https://arquitecturaviva.com/works/museo-y-centro-de-investigacion-prostho-3

სახალხო ხელოვნების მუზეუმი, ჩინეთი

არქიტექტორი: კენგო კუმა

 შექმნილია :2009 -2015


სამოქალაქო ცენტრი სიდნეიში

არქიტექტორი: კენგო კუმა

შექმნილია : 2017 წ

თანამედროვე იაპონური არქიტექტურა
https://www.dezeen.com/2020/01/28/kengo-kumas-exchange-darling-square-sydney-australia/


საგამოფენო ცენტრი, ჩიკაგო

არქიტექტორი: ტადაო ანდო

(შექმნილია 2018 წელს. 20- იანი წლების შენობის რედიზაინი, ბეტონის კედლითა და კიბის უჯრედით.)




ეკლესია წყალზე, იაპონია

არქიტექტორი: ტადაო ანდო

შექმნილია: 1988 წელს

(იმავე წლებში შეიქმნა ასევე "სინათლის ეკლესია")

იაპონური არქიტექტურა
https://thearchinsider.com/church-on-the-water-the-ritual-of-silence/

39 views

Comments


bottom of page