ბრიტანული სტუდია ზაჰა ჰადიდის არქიტექტურა ქმნის 100 წყალბადის სადგურს ენერგეტიკული კომპანია "Netpower H" ის დაკვეთით. ეს იქნება მსოფლიოში პირველი მწვანე გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურა.
პირველი წყალბადის სადგური ამ ზაფხულს აშენდება და სულ 2030 წლისთვის 100 მილიონი ევრო დაიხარჯება. კომპანიის მენეჯერების აზრით, სადგურები წაახალისებს მწვანე წყალბადზე მომუშავე კატერების მიღებას. ასეთი საწვავი მხოლოდ წყლის ორთქლსა და თბილ ჰაერს გამოყოფს, გასხვავებით სხვა წვის ძრავებისგან.
მშენებლობა წარმოებული იქნება 3D პრინტერით დამზადებული ბეტონის ბლოკებისგან, რომლის რელიეფი ზღვის ტალღებს გავს.
50 კვმ სიდიდის სადგურები სრულად აეწყობა მშრალი სექციებისგან რათა მინიმუმამდე დაიყვანონ სამშენებლო ნარჩენები.
Comments