top of page

მანქანა-დანადგარები მომავლისთვის

მანქანამ თანამედროვე ცხოვრება ძალიან მოსახერხებელი გახადა. ახალი გამოწვევები ახალი გამოგონებების საწინდარია რაც დიდ ცნობისმოყვარეობას იწვევს ხალხში, მოგიყვებით რამოდენიმე გამოგონებაზე რომელებსაც დასაფასებელი სამუშაოს გაწევა შეუძლათ. მანქანა დანადგარის შეფასება კი თქვენთვის მოგვინდია.


აგურის კედლის მომწყობი მანქანა

1. მშენებელი მანქანა SAM 100 - ნიურიორკში დაფუძნებულმა კომპანიამ გამოიგონა ნახევრად ავტომატური რობოტი რომელსაც შეუძლია აგურის კედლის შენება. გამოგონება გასაყიდად მზად არის და 500 000 აშშ დოლარი ღირს. მის ტესტირებას 8 წელი დასჭირდა. სისტემა აღჭურვილია რობოტი მკლავით, რომელსაც შეუძლია დღეში 1200 მდე აგური დააწყოს. შედარებისთვის ადამიანს შეუძლია 300 დან 500 აგურის დადება. მწარმოებელი კომპანია „Construction Robotics“.


ლიანდაგის გამყვანი მანქანა

2. ლიანდაგის დამგები მანქანა SVM 1000 – ამ მანქანას შეუძლია 2 კმ მდე ლიანდაგის გაყვანა 24 საათში, მანქანა ნახევრად ავტომატიზირებულია. მწარმებელი კომპანია „Plasser & Theurer“. აღნიშნული კომპანია მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში შეიქმნა და 3000 პატენტის მფლობელი ჯერ კიდევ 2000 იან წლებში იყო.

გვირაბის საბურღი მანქანა

3. გვირაბის საბურღი მანქანა - ცნობილი როგორც „მოლი“ ეს მანქანა გამოიყენება გვირაბების გათხრისთვის წრიული კვეთით სხვადასხვა ნიადაგსა თუ კლდის ფენებში. გვირაბის დიამეტრი შეიძლება მერყეობდეს მეტრიდან 19 მეტრამდე. ეს მანქანა გამოიყენება როგორც ბურღვისა და აფეთქებების ალტერნატივად. იმის გარდა რომ დანადგარი ნაკლებ მტვირანია და ბევრად ეკოლოგიური, მანქანა ქმნის გლუვ გვირაბის ზედაპირს, რაც მისი მოპირკეთების ღირებულებას ამცირებს. მწარმოებელი „Tengxing Global“

ქუჩის გამწმენდი მანქანა

4. ქუჩის და მშენებლობის გამწმენდი მანქანა HPW -DUST - ასეთ მანქანებს შეუძლიათ შეაგრვონ უმცირესი მტვრის ნაწილაკებიც კი, ისინი სერტიფიცირებულები არიან pm10ზე, რაც ნიშნავს იმას რომ 10 მიკრომეტრზე უმცირესი ნაწილაკების შეგროვება და შენახვა შეუძლიათ. გამოიყენება როგორც მშენებლობაში ასევე ინფრსტრუქტურის მოწესრიგებაში. მწარმებელი კომპანია „Dynaset“


ეს მანქანა დანადგარები გარდა იმისა რომ საგრძნობლად ამცირებენ გასაწევი სამუშაოების მოცულობას, ასევე ეკოლოგიურობითაც გამოირჩევიან რაც ამ საუკუნის ერთერთი მთავარი გამოწვევაა.

Comentários


bottom of page