top of page

პირველი რობოტი კურიერები კვების ინდუსტრიაში

კვებით ინდუსტრიაში სიახლეა, "უბერ ითსმა" რობოტი, თვითმართვადი კურიერების წარმოება დაიწყო კომპანია "მიცუბიშთან" და "კარტკენთან" ერთად. რობოტი კურიერები მარტიდან იაპონიაში შევა ექსპლუატაციაში. ასეთი ტიპის რობოტები, შეზღუდული რაოდენობით, აქამდე მხოლოდ მაიამიში და ვირჯინიის შტატში ფუნქციონირებდნენ.

კურიერი რობოტები გამოირჩევიან თავიანთი სისწრაფით, საიმედოობით და სიზუსტით, მათ შეუძიათ ხიფათთან გამკლავება და ავტომატიზირებული მართვის მეოთხე დონით არიან აღჭურვლები. გარდა ამისა წვდომა აქვთ ხელოვნურ ინტელექტთან და გააჩნიათ კვების სპეციალური კონტეინერები საჭმლის ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

ელექტრო რობოტები იმის გარდა, რომ არ აბინძურებენ გარემოს გამონაბოლქვით, გააჩნიათ კამერები რომლეიბიც ვანდალიზმის ალბათობას ამცირებს.

ასეთ სწრაფი მიწოდების სერვისს, მანქანის წარმოება და მოვლის ხარჯები ექნება გასაწევი, რაც ალბათ თავისთავად მცირე იქნება, დღევანდელ საოპერაციო ხარჯებთან შედარებით.

პროფესიონალები ასევე ლაპარაკობენ მანქანა დანადგარების ბატარიების ეფექტურობაზე და მის საექსპულატაციო პერიოდზე მაგრამ ფაქტია რომ კვებით ინდუსტირაში ახალი ეტაპი იწყება.



20 views

Comments


bottom of page