top of page

როგორ გაზარდა იდეამ მიწის ღირებულება სოფელში

ორბეთი თბილისიდან 38 კილომეტრით არის დაშორებული. იგი თეთრი წყაროს რაიონს ეკუთვნის. 2014 წლის  მოსახლეობის აღწერის მიხედვით სოფელში 234 მოსახლეა, ტერიტორია მთაგორიანია და განსაკუთრებული სილამაზითაც გამოირჩევა.

მორიგი შეფასების დროს, საჭიროებამ მოითხოვა შეგვესწავლა სოფელ ორბეთის მიწის ნაკვეთების ბაზარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალზეა, ფასები ნამდვილად ხელსაყრელია - სასოფლო სამეურნეო მიწი ნაკვეთის საშუალო ფასი 20 აშშ დოლარია კვადრატულ მეტრზე. ფასების ცვალებადობა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაშორებულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი ცენტრალური გზიდან, გააჩია თუ არა განაშენიანების რეგულირების გეგმა, მიდის თუ არა გზა და რამდენად მარტივია კომუნიკაციების მიყვანა. სწორედ ამ კვლევაში მივაგენით პროექტ „სათიბეს“, რომელსაც 2020 წლიდან დღემდე ორბეთში თითქმის 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს გაყიდული.

პროექტ „სათიბეს“ფარგლებში სოფელ ორბეთში 200-მა ოჯახმა შეიძინა მიწის ნაკვეთი, იმ პირობით, რომ მიიღებდნენ მიწაზე კომუნიკაციებს, გზას, სახლის პროექტს და განაშენიანების რეგულირების გეგმას.  პირველ ეტაპზე 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიყო და კვადრატული მეტრი გაიყიდა 5 აშშ დოლარად. დიდი მოთხოვნის გამო დაიწყო პროექტის მეორე ეტაპიც, რომლის დროსაც მიწის ნკავეთის ღირებულება კვადრატულ მეტრზე 15 აშშ დოლარი გახდა და ასე სულ 6 ეტაპად განხორციელებული პროექტიდან დღეს დარჩენილი ორიოდე მიწის ნაკვეთის ღირებულება 30 აშშ დოლარია.


ბაზა2023

პროექტის ფუძემდებელის ირაკლი გაფრინდაშვილის თქმით, რომლისთვისაც ასეთი მასშტაბური პროექტის წამოწყება არა მხოლოდ ბიზნესთან, არამედ ცხოვრების სტილთან ასოცირდება, ტერიტორია იქნება ინოვაციების და ხელოვნების ჰაბი.

 

“ ძირითადად დავიმეზობლეთ მხატვრები, და  პროგრამისტები.  ქალაქიდან გადაცხოვრება ყვლაზე მარტივად შეუძლიათ ამ ადამიანებს . გაზაფხულზე სტარლინკს დავაყენებთ და მათ უკვე შეეძლებათ ადგილიდან მუშაობა.“

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი დაიწყო ნული ინვესტიცით. მიწები იყო ადგილობრივი გლეხების საკუთრებაში, ხოლო მათ პროექტირებას უხელმძღვანელა  ირაკლი გაფრინდაშვილმა. უკვე მეორე ეტაპიდან „სათიბემ“ დაიწყო მიწის ნკავეთების შეძენა, დაყოფა,პროექტირება და გაყიდვა.

"ხის ძირში ვიდექით და იდეას ვყიდდით, იდეას იმის შესახებ, თუ როგორ კარგად შეიძლებოდა ორბეთში ეცხოვრათ ადამიანებს.“

 ამჟამად მიმდინარეობს მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება, შედეგს გაზაფხულისთვის ელოდებიან. ხელმძღვანელების თქმით, ეს ყველაზე რთული ეტაპი იყო პრეოქტის მიმდინარეობის დროს, რადგან ყველა მეპატრონის აზრი უნდა გაეთვალსწინებინათ და ბევრი ჯგუფური განხილვებიც მოეწყო.

აღნიშნულმა პროცესებმა გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია კრიტიკულ მომენტში - დაცლის პირას მდგარ სოფელში გაიხსნა ქსელური სასურსათო მაღაზიები, გასართობი ცენტრი, ბასეინი, პერსპექტივაშია სხვა სოციალური ობიექტების გახსნაც. თბილისიდან დაიწოყო ხალხმა ამოსვლა დასვენებისა და გართობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლების ქონებას დაედო ფასი.

გაზაფხულიდან მზად იქნება ადგილზე განაშენიანების რეგულირების გეგმა. მეპატრონეები აქტიურად დაიწყებენ საცხოვრებელი სახლების მშენებლობას არასტანდარტული, სივრცეზე მორგებული პროექტებით. აქ ისედაც ყველაფერი არასტანდარტული, ბუნებასთან შერწყმული და ეკოლოგიურად მდგრადი იგეგმება.





Comentarios


bottom of page