თუ სამედიცინო აღჭურვილობის შეფასება გსურთ, ალბათ დაგაინტერესებთ რა პროცესის გავლა მოგიწევთ და რა ფაქტორები განსაზღვრავენ აღჭურვილობის ღირებულებას. პოსტი ეძღვნება იმას თუ რას მოიცავს შეფასების პროცესი, რა სახის აღჭურვილობა ფასდება და რა უნდა გავითვალისწინოთ საშემფასებლო კომპანიის შერჩევის დროს.
რა არის სამედიცინო აღჭურვილობის შეფასება?
სამედიცინო აღჭურვილობის შეფასება არის, დამოუკიდებელი პროფესიონალი შემფასებლის გამოთვლები სამედიცინო ტექნიკის ღირებულების შესახებ. ასეთი შეფასებები ძირითადად სადაზღვეო,საფინანსო, სასამართლო ან გაყიდვის მიზნებისთვის ხდება. შემფასებელი უყურებს აღჭურვილობის მდგომარეობას, მახასიათებლებს და იკვლევს მსგავსი აღჭურვილობის მიმდინარე ღირებულებას ღია ბაზარზე, რათა დაადგინოს აღჭურვილობის ღირებულება. შეფასება უნდა შეასრულოს საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტებით სერტიფიცირებულმა პირმა. ასეთი შემფასებლის დასკვნაში აღჭურვილობასთან დაკავშირებული ყველა გარემოება გამოკვლეული და დასაბუთებულია, ასევე შეფასების დასკვნაში დაცული უნდა იყოს ქვეყნის კანონმდებლობით გათვალსწინებული რეგულაციები.
შემფასებლის მიერ კარგად გამოკვლეული და შეფასებული ბაზარი საწინდარია ხარისხიანი შეფასების დასკვნის.
რა ტიპის აღჭურვილობა ფასდება შემფასებლის მიერ
შესაძლებელია ყველანაირი სახის სამედიცინო აღჭურვილობის შეფასება, როგორებიცაა რენდგენის აპარატები, ემერაი სკანერები და ჯანდაცვის აიტი სისტემები, ასევე ლაბორატორიული აღჭურვილობა, ულტრაბგერითი დანადგარები და სამედიცინო ნარჩენების მართვის სისტემები. გარდა ამისა ზოგიერთნა კომპანიამ შეიძლება მოითხოვოს სავადმყოფოს ავეჯისა და საოფისე აღჭურვილობის შეფასება. პროფესიონალ შემფასებელს შეუძლია შეაფასოს შესაფასებელი ობიექტის საერთო მდგომარეობა,მისი სავარაუდო ღირებულება და შეამოწმოს მისი ფუნქციონირება.
როგორ მიმდინარეობს შეფასების პროცესი
სამედიცინო აღჭურვილობის შეფასება არ განსხვავდება სხვა ტიპის ტექნიკის შეფასებისგან. თავდაპირველად შემფასებელი ინსპექტრების შემდგომ, მფლობელისგან იღებს ყველა იმ ინფორმაციას და დოკუმენტაციას რაც აღჭურვილობას თან ახლდა,გარანტიებს,პასპორტებს და შეკეთებისთვის გაწეული ხარჯების ნუსხას. იშვიათ შემთხვევაში განსაკუთრებულად რთული აღჭურვილობის შეფასების დროს, როდესაც რეკომენდირებულია პროფესიონალური შემოწმება რათა შეფასდეს რამდენად გამართულად მუშაობს ობიექტი საჭიროა დარგის სპეციალისტების (მესამე მხარის) ჩართულობა. შეფასების დასრულების მერე სრული ანგარიში იწერება და მიეწოდება კლიენტს. ეს ანგარიში მოიცავს, აღჭურვილობის ფიზიკურ და ფუნქციონალურ მახასიათებლებს, საბუთებს და მასზე გაწეული დანახარჯების ნუსხას, ასევე გამოთვლილია აღჭურვილობის ფუნქციონალურ, ფიზიკურ თუ ეკონომიკურ ცვეთას. გარდა ამისა გამოკვლეულია აღნიშული ტექნიკის ბაზარი და შესადარებლად გამოყენებული ანალოგიური ტექნიკა.
ფაქტორები რომლებიც ზეგავლენას ახდენენ აღჭურვილობის ღირებულებაზე
სამედიცინო აღჭურვილობის შეფასება კომპლექსურია და ითვალისწინებს სხვადსხვა ფაქტორებს. ასეთი ფაქტორებია აღჭურვილობის მდგომარეობა,ასაკი, იშვიათობა, ბაზარზე მოთხოვნა, აქსესუარები და დანიშნულება. აღსანიშნავია ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინება მოდელის წარმეობაზე რაც თავისთავად ღირებულებას ქმნის. შესაძლებელია აღჭურვილობის ორიგინალი აქსესუარების ქონამ საგრძნობლად გაზარდოს მისი ღირებულება ისევე როგორ სპეციალურმა მახასიათებლება. მაგალითისთვის სამედიცინო აპარატურა რომელიც შექმნილია უფრო მოწინავე პროცედურებისათვის ან ვიწროდ სპეციალიზირებული სფეროსთვის შეიძლება უფრო მეტად ღირებული იყოს ვიდრე აღჭურვილობა რომელიც გამოიყენება ბევრად უფრო გავრცელებული პროცედურებისათვის. ყველა ეს ასპექტი უნდა იყოს დადგენილი და განხილული რათა ზუსტად შეფასდეს შესაფასებელი ობიექტის ღირებულება.
plus/delta ანალიზი
ესეთი ანალიზი უფრო ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის შესაფასებელი სამედიცინო აღჭურვილობის ღირებულებაზე. ეს მეთოდი ადარებს აღჭურვილობის მიმდინარე მდგომარეობას მის თავდაპირველ მდგომარეობასთან. პროცედურულად უნდა ჩამოვთვალოთ აღჭურვილობის ყველა მახასიათებელი და ორ ჯგუფად დავაჯგუფოთ მისი მიმდინარე მახასიათებლები თავდაპირველ მახასიათებლებთან, რაც უფრო უკეთესად დაგვანახებს მისი სხვადასხვა ცვეთის ხარისხს და გაწეული აღდგენითი სამუშაოების ეფექტურობას. ესეთი ანაგარიში ძალზე მნიშვნელოვანია მეორადი სამედიცინო აღჭურვილობის გაყიდვის დროს, რადგან მყიდველ ზუსტ წარმოდგენას უქმნის სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობაზე.
როგორ შევარჩიოთ შემფასებელი
რათქმაუნდა სამედიცინო აღჭურვილობის შეფასების ხარისხი პირველ რიგში შემფასებელის კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული, გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია გააჩნია თუ არა მას მოძრავი ქონების სერტიფიკატი რომელსაც საქართველოში სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო გასცემს.
რატომ ჩვენ
შპს "ბაზა 2023" ის შემფასებლები ათ წელიწადზე მეტია მუშაობენ სერტიფიცირებულ შემფასებლებად, გარდა გამოცდილებისა ჩვენი ჯგუფი ვალდებულად თვლის თავის წვლილი შეიტანოს ჯანსაღი ბიზნესის წარმოებაში, გარემოს მდგრადობაში და გენდერულ თანასწორობაში. სწორედ ეს სამი იდეა და პროფესიონალიზმი აერთიანებს ჩვენს გუნდს.
ჩვენი სერვისებია:
Comments