მცირე კვლევაში გამოყენებულია 3000 ზე მეტი მიმდინარე განცხადება ამ სექტორში გასაყიდ და საიჯარო საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე. გამოყენებული ინფორმაციის მიხედვით ამ უბნებში საშუალო კაპიტალიზაციის განაკვეთია 0.085.
აღსანიშნავია ნუცუბიძის პლატოზე არსებული მაღალი კაპიტალიზაციის განაკვეთი, შესაძლებელია ეს ბაზარზე მრავლად გამოტანილი, შედარებით ამორტიზებული საცხოვრებელი ერთეულების შედეგია( ე.წ ხიდიანი კორპუსების), ასევე ვაკეში არსებული შედარებით დაბალი განაკვეთი, რაც სავარაუდოდ უბნის პრესტიჟულობაზე მიუთითებს. თითეულ უბანზე კოეფიციენტების დასათვლელად 400 ზე მეტი აქტიური განცხადებაა აღებული გარდა ვეძისისა. ვეძისის ტერიტორიაზე საშუალოდ 160 აქტიური განაცხადი იქნა მოძიებული და გამოყენებული,სწორედ ამ ტერიტორიაზე დაფიქსირდა ყველაზე დაბალ კაპიტალიზაციის განაკვეთთან ერთად დაბალი საიჯარო ქირა 1 კვადრატულ მეტრზე 3 აშშ დოლარი. ვაკე- საბურთალოს ტერიტორიაზე საშუალო მინიმალური საიჯარო ქირა შეადგენს 4,5 აშშ დოლარს, ხოლო საშუალო მაქსიმალური საიჯარო ქირა 25,8 აშშ დოლარი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილში:
Comments