სპეციალიზირებული უძრავი ქონების შეფასება
- Base 2023

- Dec 8, 2025
- 1 min read
Updated: 1 day ago

რა არის სპეციალიზირებული უძრავი ქონება?
სპეციალიზებული უძრავი ქონება მოიცავს იმ ტიპის ობიექტებს, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ფუნქციისათვის. ასეთ ობიექტებს აქვთ უნიკალური კონსტრუქცია, ტექნიკური ინფრასტრუქტურა, სპეციფიკური დანიშნულება ან საწარმოო პროცესებთან დაკავშირებული ფუნქციონალი.
ესენია მაგალითად: საწარმოო და სამრეწველო შენობები, ავტომშენებელ–საწარმოო ხაზები, ლოჯისტიკური ცენტრები, ავტოგასამართი სადგურები, სასტუმროები, კლინიკები და სხვა მაღალი სპეციფიკის მქონე ობიექტები.
ასეთი ტიპის უძრავი ქონების შეფასება ხშირად საბაზრო მიდგომისგან განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენებას მოითხოვს რომელსაც აუცილებლად გამოცდილი და სერტიფიცირებული შემფასებელბის ჯგუფი უნდა ხელმძღვანელობდეს.
თუ გაინტერესებთ ამ ტიპის მომსახურება, იხილეთ უძრავი ქონების შეფასება.
როგორ მიმდინარეობს სპეციალიზირებული ქონების შეფასება Base2023-ში?
ჩვენ ვიყენებთ საერთაშორისო შეფასების სტანდარტებს (IVS) და ინდივიდუალურ ანალიზს თითოეული ობიექტისთვის.
პროცესი მოიცავს:
- ობიექტის დეტალურ ინსპექტირებას
- ფიზიკური და იურიდიული დოკუმენტების შესწავლას
- ტექნიკური პარამეტრების, ინფრასტრუქტურის და დანიშნულების კვლევას
- სპეციალიზებული ბაზრის ანალიზს (ინდუსტრიის სპეციფიკის გათვალისწინებით)
- საწყისი ღირებულების, ცვეთის და აღდგენის ხარჯების გამოთვლას
- შემოსავლებზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას
- ალტერნატიული გამოყენების შეფასებას (HBU – Highest and Best Use)
- საბოლოო ღირებულების განსაზღვრას საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში
რა ტიპის სპეციალიზირებული ქონების შეფასებაა შესაძლებელი?
ჩვენი სერვისია:
- სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შეფასება
- ლოჯისტიკური ჰაბები და დიდი საწყობების შეფასება
- სამედიცინო დაწესებულებების შეფასება
- ავტოგასამართი სადგურები და ენერგო–ობიექტების შეფასება
- ტექნოლოგიური და ხაზობრივი ინფრასტრუქტურის შეფასება
-სასათბურე მეურნეობებს, სათბურების შეფასება
რატომ Base2023?
- 15+ წელზე მეტი გამოცდილება საქართველოში
-შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული შემფასებლები
- IVS-ის სრულ შესაბამისობაში მომზადებული დასკვნები
- მაღალი სანდოობა ფინანსურ და იურიდიულ სექტორში
- ინდივიდუალური, რეალური ბაზრის მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით, ჩვენი შემფასებლები ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხზე სრულად და ამომწურავად მოგაწვდიან პასუხს.










































































































Comments