top of page

შემფასებლის შეუცვლელი როლი სამართლებრივ დავებში


შემფასებელი სასამართლო დავებში

სამართლებრივ დავებში მატერიალური და არამატერიალური ქონების შეფასებამ შედეგებზე შესაძლებელია გადამწყვეტი როლი ითამაშოს. საქმის წაროების დროს გამოცდილი შემფასებელი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქმის წარმოების საწყის ეტაპზე ასევე უშუალოდ პროცესის დროს. ჩამოვთვალოთ ქეისები თუ როდის გვჭირდება შემფასებლის დახმარება:

  • ქონებრივი დავები - ქონების შეფასება მნიშვნელოვან როლს თამაშობს  როდესაც საქმე გვაქვს წითელი ხაზების შეუსაბამოობასთან, სერვიტუტის საკითხებზე ან საკუთრების უფლებებთან დაკავშირებულ უფრო ფართო დავების გადაწყვეტაში. ასეთ დროს უძრავი ქონების შემფასებელს  შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა  გადაწყვეტილება როგორ იმოქმედებს ქონების ღირებულებაზე. ასეთ შემთხვევებში შემფასებლი ძირითადი მოვალეობა მხარეთა შორის სამართლიანი ანგარიშსწორებაა რაც თავისთავად ხელს შეუწყობს სასამართლო გადაწყვეტილებას.

  • განქორწინების დროს ანგარიშსწორება - განქორწინების პროცესში, აქტივების სამართლიანი გაყოფა ერთერთი მნიშნვნელოვანი საკითხია. ასეთ დროს შემფასებლები უზრუნველყოფენ საერთო ქონების შეფასებას, რის შემდგომაც ასეთი აქტივები სამართლიანად ნაწილდება ორივე მხარეს შორის.

  • მემკვიდრეობრივი დავები - როდესაც სამკვიდრო იყოფა, ქონების ზუსტი შეფასება აუცილებელია მემკვიდრეებს შორის სამართლიანი გადანაწილებისთვის. ასეთი შეფასება აადვილებს სამკვიდროს გაყოფას და ნაკლებ კომფლიქტს ქმნის მხარეებს შორის.

  • ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებობა - ასეთ დროს აქტივების ღირებულების გაგება გადამწყვეტია, შემფასებლები უზრუნველყოფენ  უძრავი ქონების აქტივების ზუსტ შეფასებას,რაც ზეგავლენას ახდენს კრედიტორებთან  ანგარიშსწორებაზე.

  • საგადასახადო დავები - ქონების მფლობელები რომლებიც აპროტესტებენ თავიანთ საგადასახადო შეფასებებს, იქნება ეს ქონების გადასახადი თუ ნებისმიერი სხვა პირობითი გადასახადი ეყრდნობიან შემფასებლებს. საფუძვლიანი ბაზრის ანალიზის ჩატარებით შემფასებლებს შეუძლიათ დაასაბუთონ საგადასახადო კორექტირებების მოთხოვნა, რაც პოტენციურად გამოიწვევს ქონების მფლობელელბისთვის ფინანსური ტვირთის შემცირებას.

  • კერძო ქონების უაკანონ ექსპლუატაცია /მითვისება - ასეთ დროს შემფასებელი აფასებს ზარალის ოდენობას რაც სამართლებრივ დავებში გამჭირვალეს ხდის ზარალის სიდიდესა და ხელს უწეყობს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

  • სადაზღვეო პრეტენზიები - გაუთვალისწინებელი ზიანის დროს შემფასებლები აფასებენ ზარალის ხარისხს და აღდგენისა ან კომპენსაციის ღირებულებას. ასეთი ტიპის შეფასებები საფუძველს ქმნიან სამართლიანი ანგარიშსწორებისათვის და ეხმარება ქონების მფლობელს ზარალის ანაზღაურებაში.

  • პარტნიორების დაყოფა -როდესაც ქონების მფლობელი ბიზნეს პარტნიორები იშელებიან, შემფასებლები აფასებენ საერთო ქონებას, რათა უზრუნველყონ აქტივების სამართლიანი გაყოფა.

შემფასებელთა სახეები რომლების საჭიროა ასეთ სასამართლო დავებში:

Comentarios


bottom of page