შეფასების საერთაშორისო სტანდარტი არის სახელმძღვანელო შეფასების პრინციპების შესახებ, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ აქტივების, ვალდებულებების და ინვესტიციების ღირებულების დასადგენად. ეს სტანდარტები უზრუნველყოფს თანმიმდევრობას, გამჭირვალობას და საიმედოობას შეფასების პროცესში.
გთავაზობთ ათ მნიშვნელოვან პრინციპს რომელსაც ეს სტანდარტები გვასწავლიან:
გლობალური ჩარჩო - ასეთი სტანდარტი უზრუნველყოფს შეფასების საყოველთაოდ მიღებულ საფუძველს.
თანმიმდევრობა - სტანდარტები ეხმარება შემფასებელს და ანალიტიკოსებს თანმიმდევრული მიდგომების გამოყენებაში სხვადასხვა აქტივების ღირებულების შეფასებისას.
გამჭირვალეობა - შეფასების სტანდარტი ხაზს უსვამს გამჭირვალეობას შეფასების პროცესში,რაც ავალდებულებს შემფასებლებს მკაფიოდ გაამჟღავნონ თავიანთი მეთოდოლოგია, დაშვება და მონაცემთა წყაროები.
მიუკერძოებლობა - სტანდარტი ავალდებულებს შემფასებლებს იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, თავისუფალნი ინტერესთა კომფლიქტისგან.
კომპეტენცია - სემფასებლის კვალიფიკაცია უნარი და გამოცდილება აუცილებელია ზუსტი და სადნო შეფასების ჩასატარებლად.
ბაზრის ცოდნა - შემფასებელს უნდა გააჩდეს სიღრმისეული ცოდნა ბაზრებისა, რომელებმაც შეიძება აქტივის ღირებულებაზე ზეგავლენა მოახდინოს.
დოკუმენტაცია - სტანდარტები მოითხოვს შეფასების პროცესის ყოვლისმომცველ დოკუმენტაციას და დასაბუთებას.
გულმოდგინება - გულმოდგინება ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ინფორმაციიის მოძიებისა და ხარისიხიანი შეფასების მომზადების დროს.
ეთიკა - შემფასებლებმა უნდა დაცვან ეთიკის სახელმძღვანეოლოს პრინციპები.
მუდმივი გაუმჯობესება - სტანდარტები ხელს უწყობს შემფასებლის მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას, თავად შეფასების სტანდარტებიც მუდმივად იხვეწება და გვთავაზობს საუკეთესო პრაქტიკას.
„ბაზა 2023“ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით სერტიფიცირებული შემფასებელთა გუნდია, ათ წლიანი გამოცდილებით აღნიშულ ბაზარზე.
Comments