უძრავი ქონების ბაზარზე ბოლო ათწლეულები დაგროვდა მრავალი გამოცდილება წარმატებული და წარუმატებელი პროექტების შესახებ. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ საკვანძო დეტალებს რომლებიც მშენებარე უძრავი ქონების შეძენის დროს უნდა გავითვალისწინოთ.
დეველოპერის ავტორიტეტი და გამოცდილება
ციფრულ სამყაროში დეველოპერზე ინფორმაციის გარკვევა ყველაზე მარტივი საკითხია, მაგრამ აღნიშნული ინფორმაციის გარდა ხშირად დეველოპერები სამშენებლო სამუშაოებს ქვეკონტრაქტორებით აწარმოებენ. რომლებიც თავის მხრივ გამოცდილები და ეფექტურები უნდა იყვნენ.
მშენებლობის დაფინანსების წყაროები
პროქტის დაფინანსების წყარო ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ხშირად პროექტს კომერციული ბანკები აფინანსებენ, რაც თავისთავად ამცირებს დაუსურულებლობის რისკებს და ასევე ამარტივებს იპოთეკური სესხის აღებას.
პროექტის მიმდინარეობა
მნიშვნელოვანია პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, როგოც დეველოპერთან, ასევე ქალაქ თბილისის მერიაში. ამით მყიდველი ზუსტად გაიგებს თუ რას მოიაზრებს პროექტი, რა სტადიაშია ის და რა პირობა არის ჩადებული მასში.
ჩაბარების პირობები
ჩაბარების პირობაში აღწერილია თუ რაზომის, რა მდგომარეობაში და როდის უნდა ჩაგბარდეთ უძრავი ქონება. ასევე 2024 წლიდან კანონმდებლობაში ცვლილებების შესაბამისად უძრავი ქონების შესყიდვა ე.წ. განშლის საფუძველზე არ არის დასაშვები, კომპანიები ვალდებულები არიან ჯერ გასაყიდი უძრავი ქონების ამონაწერები დაარეგისტრირონ და შემდგომში მის საფუძველზე გაასხვისონ უძრავი ქონება.
Comments