top of page

7 ტექნოლოგიური წინსვლა სამშენებლო აღჭურვილობის უკეთ ოპერირებისთვის

ტექნოლოგიების სწრაფად ზრდასთან ერთად, სამშენებლო სექტრორში სამშენებლო ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან ერთად მათი ექსპულატაციის,კონტროლის ,გამოყენების,დაკავშირების,წარმოების და მომსახურების პირობებიც მარტივდება რაც თავისთავად ამარტივებს სამშენებლო პროცესს და ამცირებს მშენებლობის ვადებს და საოპერაციო ხარჯებს. შევეცდებით ჩამოვთვალოთ და შევაფასოთ ის შვიდი ტექნოლოგიური წინსვლა რომელმაც შესაძლოა დარგიში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს ან უკვე საგრძნობლად შეცვალა მშენებლობის მიმდინარეობა.

 


1.     დისტანციური მართვა

 

სამშელებლო აღჭურვილობის დისტანციური მართვა (ტელეოპერაცია) ოპერატორებს საშუალებას აძლევს შეასრულონ საშიში სამშენებლო ამოცანები უსაფრთხო მანძილიდან. მათ შეუძიათ მანქანების მართვა ციფრული კაბინიდან ასობით მეტრის დაშორებით, რაც მნიშვლეოვანია მუშაკთა უსაფრთხოებისთვის და ასევე პროდუქტიულობიის გაზრდისთვის. მაგალითად,  დისტანციური მართვადი ნგრევის მანქანები საშუალებას აძლევს ოპერატორებს უსაფრთხოდ იყოს ნგრევის დროს და თავი აარიდოს ექსტრემალურ სიტუაციებს. გარდა ამისა  დისტანციური მართვის მეშვეობით ოპერატორებს საშუალება ეძლევათ რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით შესრულონ სამუშაო. ეს ყოველივე  კი თავისთავად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ზრდის პროდუქტიულობას.


მძიმე ტექნიკის შეფასება
Volvo პირველი დისტანიცური მტვირთავი 2021 წ

 


2.     დრონები

 

დრონები , ასევე ცნობილი როგორც უპილოტო საჰაერო მანქანები აუცილებლად მოსახსენიებელია ამ საპატიო სიაში როგორც ერთერთი ყველაზე დამკვიდრებული ტექნოლოგიური ინოვაცია მშენებლობაში.

ამ მოწყობილობიებს შუეძლიათ შეასრულონ რიგი ამოცანები უფრო უსაფრთხოდ და სწრაფად, ვიდრე ადამიანებს. დრონების უპირატესობა იმაში მდგომარეობს რომ მათ შეუძლიათ სწრაფად შეაგროვონ ინფორმაცია სამშენებლო მოედნიდან პროგრესის, ხარისხის,უსაფრთხოების და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ. ასევეე მათი გამოყენება მშენებლობაში ამცირებს, რისკებს სამშენებლო მოედანზე, გვაძლევს მარკეტინგისთვის საჭირო ინფორმაციას, აადვილებს ტერიტორიის რუქის შედგენას, სწრაფ ინფორმაციას გვაწვდის პროექტის წინსვლაზე, გამარტივებულია ინსპექტირება. ეს ყველაფერი რათქმაუნდა აისახება სწორი და დროული გადაწყვეტილებების მიღებაზე რაც თავისთავად ხელს უწყობს მშენებლობის დროულად და ხარისხიანად დასრულებას.


ზედხედი დრონით
დრონით შესრულებული ზედხედი მშენებლობაზე

3.     ანალიტიკური პროგრამები

 

ასეთი ანალიტიკა საშუალებას იძლევა  გაამარტივოს სამშენებლო აღჭურვილობის მოხმარება, შემაციროს ტექნიკური ხარჯები და  აიცილოს შეფერხებები, ასევე შეფერხებებზე ისტორიული მონაცემების ანალიზით  შეაფასოს სავარუდოდ მომავალი შედეგები. „ნივთების ინტერნეტი" (IOT) არის ფიზიკური ობიექტების ქსელი - რომლებიც მიერთებულები არიან სენსორებზე, პროგრამულ უზნრუნველყოფაზე და ინტერნეტის საშულებით  მონაცემების გაცვლა შეუძლიათ.

მაგალითად ასეთ ქსელს  შეუძია შეგატყობინოს მანქანის გაფუჭება, ან მანქანის შეკეთების საჭიროებას, ასევე გვაწვდის ინფორმაციას მანქანის უმოქმედობაზეა ან გადაჭარბებულ ექსპულატიაციაზე, რაც საშუალებას იძლევა ვაკონტროლოთ ცვეთა და ოპტიმიზაცია გავუწიოთ მათ გამოყენების სიხშირეს. ზოგიერთი აღჭურვილობის მწარმოებელი თავად უწევს მონიტორინგ  თავის მანქანებს და მომხამრებელთან დროულად აგზავნის რეკომენდაციებს და ანგარიშებს. ერთერთი ასეთია მაგალითად ვოლვო, რომელიც თარგმნის მანქანის გაუმართავობის კოდებს შეტყობინებებად. ეს არის ვოლვოს ტელემატიკური მონიტორინგის და გამოყენების პროგრამა. მომხმარებლები იღებენ მას უფასოდ ერთი წლის განმავლობაში როდესაც ყიდულობენ არტიკულირებულ გადამზიდავებს, ბორბლიან მტვირთავებსა და მბრუნავ მილსადენებს.

 IOT ის მიზანია დაეხმაროს სამშენებლო კომპანიებს შეამცირონ აღჭურვილობის მოვლის ხარჯები. ოპტიმატიზაცია გაუწიონ მის გამოყენებას და გაზარდონ საერთო ეფექტურობა შეფერხებებისდა სხვა პრობლემების თავიდან აცილების გზით პროგნოზირებადი ანალიტიკის საშუალებით.


ტექნოლოგიები
IOT Internet Of Things

 

4.     ელექტრო აღჭურვილობა

 

ელექტრო ბატაირიაზე მომუშავე მძიმე აღჭურვილობა ნამდვილად ახალი ერის დასაწყისია მთელი სამშუენებლო ინდუსგტრიისთვის. ასეთი მანქანები ენერგოეფექტურობით და მდგრადობით გამოირჩევიან. ნორვეგიულმა სამშენებლო კომპანია Veidekke მა შეუკვეთა და Caterpillar მა 2019 წელს, 26 ტონიანი ელექტორო ექსკავატორი პირველად გამოუშვა. ეს ელექტრო ექსკავატორი აღჭურვილია გიგანტური 300 კვტ.სთ ბატარიით, წონით 3.4 ტონა.

ნორვეგიული კომპანიის უპირველეს მიზანი იყო შეემცირებინა გრემოს, ჰერისა  დაბინძურება. გარდა იმისა რომ მათ დიზელზე მომუშავე კოლეგებთან შედარებით მაღალი ეფექტურობა და მდგრადობა გააჩიათ ასევე შესაძლებელია დასახლებულ ტრიტორიებზე მათი ღამის საათებში მუშაობა ხმაურის დაბალი დონის გამო.

 

ელექტრო ექსკავატორი
Catterpilar - 26 ტონიანი ელექტორო ექსკავატორი 2019 წ

 

5.     ვირტუალური სერვისი

 

 მომსახურების სერვისის მხარდაჭერის მიზნით AR (augmented reality) ის გამოყენება ერთერთი ხელსაყრელი ინვოაცია გამოდგა მანქანათწარმოებისთვის.

შერეული რეალობის  მეშვეობით შესაძლებელი ნებიმსმიერი მაქნანის ნაწილის შეკეთება, ჭკივანი სათვალეების, სმარტოფნიების და ტაბლეტების მეშვეობით. გლობალური ბაზარი  ასეთი ტექნილოგიების განვითარებისთვის 28 ბილიონიდან 250 ბილიონამდე გაიზრდება 2028 წლისთვის. როდესაც მწარმებლები ასეთ  ტექნოლოგიებს გამოიყენებენ ავტომატურად გახდებიან აღჭურვილობის სერვისის მენეჯერები რაც მანქანის ექსპულატაციის ხანგრძივობას შეუწყობს ხელს და საბოლოოდ სწრაფად დასრულებული მშენებლობის წინაპირობაა.

 

შეკეთების სერვისი შერეული რეალობის გამოყენებით

6.      3D პრინტერი

 

სულ უფრო ხშირად გამოყიენება 3D პრინტერი როგორც სამშენებლო ნაწილების და დეტალების წარმოებაში ასევე მთლიანი კონსტრუქციის წარმოებაში. მაგალითისთვის Volvo Ce იყენებს 3D ტექნოლოგიას შემცვლელი და სათადარიოგო  ნაწილების შესაქმნელად რაც ამცირებს წარმოების, მიწოდების და მარაგის დოენეებს.  ამ ტექნოლოგიის ათვისება სამშენებლო აღჭურვილობის სფეროში ძალიან მნიშ ვნლოვანია, ის ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია და უკვე ხელს უწყობს მანქანების წარმების პროცესის, მანქანის დეტალების სწრაფად შეცვლას და მანქანა დანადგარების სწრაფ ექსპულატაციაში შეყვანას.

 

Volvo - 3D პრინტერით წარმოებული ნაწილი

7.     მობილური აპლიკაციები - მენეჯმენტ სისტემები

 

ასეთი აპლიკაციები გვეხმარებიან მაქნანა დანადგარების რეალ დროში მუშაობის შეფასებაში, აქვთ ფუნქცია დაუკავშირდნენ IOT ქსელს და სრული სურათი მოგვაწოდონ  ავტომანქანის მუშაობის შესახებ. ასევე ამ აპლიკაციებს შეუძლიათ  აღჭურვილობის სამუშაო ნაკადების ციფრულიზაცია. მათი ავტომატიზაციას მონაცმეთა ხელით შეყვანის გარეშე ხდება. მაგალითად ასეთი აპლიკაციებია fleetio, logistaas და ა.შ.

 

8 views
bottom of page