top of page

გაინტერესებთ რამდენი ხანი ძლებს ელექტრო მანქანის ბატარეა?

მიმდინარე გამოთვლების შედეგად დადგინდა, რომ ელექტრო მანქანის ბატარეა ძლებს 15-დან 20 წლამდე, შემდეგ კი საჭიროა მისი გამოცვლა.

ამ ბლოგში განვიხილოთ ასეთი ბატარეების ექსპულატაციის ხანგრძლივობა, ბატარეის შემადგენლობა,  მათი ჩანაცვლების პრინციპი და  გადამუშავება.


ელექტრომობილის ბატარეების გამოყენების ვადა  გათვლილია დაახლოებით 160 000 კილომეტრიდან 320 000-მდე, ანუ იმუშავებს 15-20 წელი. თუმცა,  როდესაც ასეთი ბატარეები ძველდება, სიმძლავრე მხოლოდ მცირედით იკლებს, რაც მძღოლებისთვის თითქმის შეუმჩნეველია. ელექტრომობილების ბატარეები 2.3 % სიმძლავრეს კარგავენ ყოვლწლიურად, რაც ნიშნავ, რომ თუ იყიდით ელექტრომობილს დატენვიდან  240 კმ მანძილის გავლის შესაძლებლობით, ხუთი წლის შემდეგ მხოლოდ 25 კილომეტრით ნაკლები მანძილის გავლა შეეძლება. თითქმის ყველა ელექტრომობილის მწარმოებელი ბატარეის გარანტიას 8-10 წელი გასცემს და იმ შემთხვევაში, თუ ბატარეა ნაადრევად გაფუჭდა სრულებით ცვლიან.

 

ელექტრო მანქანების წარმოებაში ძირითადად ლითიუმ- იონური ბატარიები გამოიყენება. ბოლო ათწლეულში საგრძნობლად გაუმჯობესდა ასეთი ბატარიების წარმოება, მიღწევებმა გააუმჯობესა ბატარეის ხანგრძივობა, გაზარდა უსაფრთხოება და შეამცირა ბატარეის წონა და ფასი. თუმცა, როგორც ყველა ტექნოლოგიის ნაწილს, სწორი ზრუნვა სჭირდება.

·      მანქანა უნდა დაიტენოს მაშინ, როცა დასატენია, არ არის საჭირო მისი ხშირი დატენვა.

·      არასდროს არ უნდა დაუშვათ, რომ ბატარია ბოლომდე დაიცალოს.

·      არ შეიძლება ბატარეის დიდი ხინით დატენილ ან დასატენ მდგომარეობაში დატოვება, ასეთ დროს რეკომენდებულია მისი 20-დან 75 %-მდე შევსება.

ამჟამად ელექტომობილების ბატარეის ღირებულება ერთ კილოვატ საათზე დაახლოებით 150 აშშ დოლარია, (დაახლოებით 10 000 დან 12 000 აშშ დოლარამდე) სპეციალისტები ფიქრობენ რომ 2026 წლისთვის ლითიუმ-იონური ბატარეის ღირებულება 100 აშშ დოლარამდე დაეცემა.

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია უკვე გაცვეთილი ბატარეების გადამუშავება, მაგრამ გადამუშავებამდე მისი სხვა დანიშნულებით გამოყენებაა შესაძლებელი. მათი დიდი სიმძლავრისა და სწრაფი დატენვა/განმუხტვის წყალობით შესაძლებელია ისინი გამოყენებული იქნას ელექტროენერგიის შესანახად, რომლეიც დაგვეხმარება მრავალი განახლებადი ელექტროენერგიის ცვალებადობის დაბალანსებაში.

მას შემდეგ რაც ლითიუმ-იონური ბატარეები სრულად დეგრადირდება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია  მისი გადამუშავება და ახალი ბატარეის დამზადება.

ვადაგასული ბატარეების ასეთი დამუშავების ორი ხერხი არსებობს:

პირომეტალურგიული და ჰიდრომეტალურგიული. აღსანიშნავია, რომ ბატარეის 95%  ისეთ ნედლეულს წარმოადგენს, რომელიც ხელახალი ბატარეის წარმოებაში გვეხმარება.

bottom of page