top of page

ღირებულების სახეები აქტივების შეფასების დროს

Updated: Oct 17, 2023


ღირებულების სახეები აქტივების შეფასების დროს

აქტივები სხვადასხვა მიზნებისთვის ფასდება. საფინანსო, სადაზღვეო, სასამართლო, საინვესტიციო და ა.შ. აქიდან გამომდინარე თითეული შეფასების მიზანი შესაძლებელია აქტივების განსხვავებული ღირებულების დადგენა იყოს. როდესაც სუბიექტი დაინტერესებულია ქონების შეფასებით, მნიშნველოვანია განსაზღვროს რომელი ღირებულების სახეა შეფასების მიზანი.

საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მიხედვით ძირითადად ექვსი სახეობის ღირებულებაა:

  • საბაზრო ღირებულება - ღირებულების ერთერთი ხშირი სახე, რომელიც გულისხმობს შეფასების თარიღისთვის, სავარაუდო თანხას, რომელშიც ქონება უნდა გაიცვალოს, გამყიდველსა და მყიდველს შორის, გახსნილი მკლავის პრინციპით, სათანადო მარკეტინგის შემდგომ და სადაც ორივე მხარე მოქმედებს გაცნობიერებულად, წინდახედულად და იძულების გარეშე.

  • საბაზრო საიჯარო ქირა -გამოთვლადი ფულადი სიდიდე,რომლითაც შეფასების თარიღისთვის ქონება უნდა გაიცეს იჯარით.

  • თანაბარუფლებიანი ღირებულება - კონკრეტული დაინტერესებული და გათვითცნობიერებულ მხარეებს შორის აქტივის გაცვლის გამოთვლადი ფასი,რომელიც გამოხატავს მხარეთა ინტერესებს.

  • საინვესტიციო ღირებულება - ინდივიდუალური ინვესტორის კრიტერიუმებიდან გამომდინარე ღირებულება, რომელიც შესაძებელია საბაზრო ღირებულებაზე მაღალი ან დაბალი იყოს.

  • ლიკვიდური ღირებულება - ღირებულება რომელიც გამოითვლება აქტივის იძულებით და სწრაფად გაყიდვის შემთხვევაში. როგორც წესი ის საბაზრო ღირებულებაზე დაბალია.

  • სინერგიული ღირებულება - ღირებულების ეს სახე არის რეზულტატი ორი ან მეტი აქტივის ურთიერზემოქმედების შედეგად წარმოშობილი.

გარდა ამ სტანდარტით გაწერილი ღირებულებებისა, შეფასების პრაქტიკაში კიდევ სხვა მრავალი სახის ღირებულება გვხვდება:

  • სპეციალური ღირებულება - უნიკალური ქონების მახასიათებლების ღირებულების განსაზღვრა, რომლებიც განასხვავებს მას სხვებისგან და ხდის მას განსაკუთრებით ღირებულს ან მიმზიდველს გარკვეული მყიდველებისთვის.

  • საუტილიზაციო ღირებულება - ღირებულება ფასდება ქონების სასარგებლო ვადის ბოლოს, მას ასევე ჯარითის ან ნარჩენ ღირებულებას უწოდებენ. გამოიყენება აქტივის წლიური ამორტიზაციის ხარჯის განსასაზღვრად.

  • საბალანსო ღირებულება - ღირებულება ეფუძნება ქონების თავდაპირველ ღირებულებას მიმატებული ნებისმიერი გაუმჯობესების ღირებულება ან გამოკლებული ნებისმიერი ამორტიზაციის ღირებულება.

  • ღირებულება არსებული გამოყენებისას - ეს არის ღირებულების სახე როდესაც ფასდება ფულადი ნაკადები ან სხვა ბენეფიტები რომელიც მოაქვს ქონებას კონკრეტული მფლობელის, კონკრეტულ დროს და გამოყენების პირობებში.

  • აღდგენითი ღირებულება - ქონების ღირებულება რომელიც ეფუძნება ღირებულებას იდენტური ობიექტის შექმნისთვის.

  • ჩანაცვლების ღირებულება - მას სადაზღვეო ღირებულებასაც ეძახიან,ეს არის ქონების ღირებულება, რომელიც ეფუძნება მის ჩანაცვლების ღირებულებას . ის ხშირად გამოიყენება სადაზღვევო მიზნებისთვის შესაბამისი დაფარვის თანხის დასადგენად.

  • სამართლიანი ღირებულება - ღირებულების საფუძველი რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სპეციფიკურ კონტექსტში, როგორიცაა ფინანასური ანგარიშგება ან კორპორატიული ტრანზაქციები. საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტების მიხედვით ის განიმარტება როგორც, შეფასების თარიღისთვის ღირებულება რომელიც მიიღება აქტივის გასაყიდან ან გადახდილი იქნება ვალდებულების გადასაცემად ბაზრის მონაწილეებს შორის, მოწესრიგებული ტრანზაქციით.

ღირებულების საფუძვლის არჩევანი დამოკიდებულია შეფასების კონკრეტულ მიზანიზე, შეფასების ანგარიშის მიზნობრივ გამოყენებაზე და კლიენტისა ან მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნაზე. ჩვენ როგორც საერთაშორისო საშემფასებლო სტანდარტებით სერტიფიცირებული შემფასებლები გულდასმით ვადგენთ თუ რა ღირებულების ბაზაა საჭრო თითეული შეფასებისთვის.

74 views
bottom of page