top of page

ხუთი თანამედროვე ვილა ესპანეთში

შერჩეული ვილები  ერთამენთსგან სრულებით განსხვავდება და თანამედროვე არქიტექტურული რეალობის კარგ მაგალითს ქმნიან. გარდა იმისა რომ კონსტრუქციები სილამაზით გამორჩევიან, ასევე მაქსიმალურად მორგებულები არიან გარემოსა და ლანდშაპტს, ხაზს უსვამენ ადგილმდებარეობას და ცხოვრების სტილს.


“La casa de los Olivios”

 

ესპანურმა არქიტექტურულმა სტუდიამ Balzar Arquitectos-მა, ვალენსიაში ზეთის ხილების ბაღში დააპროექტა სპილენძისფერი სახლი სახელად „Le casa de los Olivios”. არქიტექტორები მიზნად ისახავდნენ სახლი მაქსიმალურად შერწყმოდა ადგილობრივ უჩვეულო და ლამაზ ლადშაპტს. სწორედ ამიტომ,  სახლის ფერი ზუსტად ასახავს ადგილობრივი ლანდშაფტის ფერებს. კონსტრუქცია ხაზოვანია, რადგან  ტერიტორიაზე ჩამჯდარიყო ნაკლები ხის გადაადგილების გარეშე.

„ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა დიალოგი ბუნებრიობასა და ხელოვნურს შორსი, დიალოგი ზეთის ხილის ხეებსა და სახლს შორის“


„Ramba climate House”

 

სახლი რკინის კოლონებზე დგას, რომ ლანდშაფტზე ნაკლები ზეგავლენა მოეხდინა, და ნიადაგს მეტი ტენიანობა შეენარჩუნებინა. ამიტომ გუნდმა ნაიდაგს სარწყავის სისტემა დაამატა. სარწყავი სისტემა გამდინარე  წყალზე მუშაობს და ნიადაგს შესაბამის ტენიანობს უქმნის, როგორც შესაბამის სენსორებზე დაყრდნობით ,ასევე ამინდის პროგნოზის მიხედვით. პროექტზე  ესპანელმა არქიტექტორებმა ანდრეს ჟაკმა და მიგელ მესამ იმუშავეს. ასევე პროექტზე იმუშავეს ეკოლოგებმა.

"სახლი მუშაობს როგორც კლიმატური ასევე ეკოლოგიურ მოწყობილობად"



“Port de la Selva”

ესპანელმა არქიტექტორებმა მაირა კასტელომ და ხოსე ანტონიო მოლინამ დააპროექტა სახლი კლდეზე, რომელიც გადაჰყურებს ზღვას კოსტა ბრავაში. საცხოვრებელი შედგება ორი ბეტონის კონსტრუქციისგან რომელსაც შუშის დერეფანი აკავშირებს.

"შუშის ხიდი რომელიც აკავშრებს სახლის ორ ნაწილს ერთამანეთთან, წარმოქმნის გარე სივრცეს რომელიც დაცულია ქარისგან მაგრამ დაუცველია ზღვის ულამაზესი ხედისგან"


“Stone house”

 

მენორკას სანაპიროზე ქვის ვილა  რომელიც Nome Studio მ ააშენა , შენობა აშენებულია ადგილობრივი ქვით რათა უფრო მეტად გაესვათ ხაზი ადგილობირვი ლადშაპტისთვის.

"ჩვენ ავიცილეთ თანამედროვეობა რომელიც მოძველებულს გავს"



“Alicante residence”

არქიტექტურული სტუდია Mezura ს წითელი აგურის სახლი, მრუდი გადახურვით, ალიკანტეში. ადგილი გამოირჩევა მაღალი ტემპერატიურით და ტენანობით, სწორედ ამიტომ კონსტრუქცია მაღალი გადახურვითა და დიდი სივრცით გამოირჩევა. აღსანიშნავია რომ ადგილზე მაქსიმალურად შენარჩუნებულია ბუნებრივი ლანდშაფტი.

"მიზანი იყო რადიკალურად გამოგვეყო საცხოვრებელი სივრცე, კლიმატისგან, მზის ორიენტაციისგან, ტოპოგრაფიისგან და ლადშაპტისგან"


22 views
bottom of page