top of page

განახლებადი ენერგიის გამოყენება შემნახავი ბატარიის სისტემებით (BESS)

განახლებადი ენერგიის წყაროები, მდგრადი ენერგიის წყაროებია. ასეთ ენერგიას გარემოზე ნაკლები ზემოქედებით იღებს ადამიანი. აღსანიშნავია რომ ამ დარგში მოთხოვნა მზარდია. სწორედ მოთხოვნის და გენერაციის თანხვედრაში შემნახავი ბატარიის სისტემებმა შესაძლებელია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ასეთი სისტემები უზრუნველყოფენ ენერგიის შენახვას,უწყვეტადობას და სიხშირეს. სპეციალისტები ვარაუდობენ რომ ამ მიმართულებით 2030 წლისთვის ბაზარი 120 და 150 ბილიონ დოლარამდე გაიზრდება.

შემნახავი ბატარიის სისტემა ინგლისი, კოტინგჰემი, შეუძია ერთ ციკლში 196 მეგავატ/სთ ენერგიის შენახვა.


ენერგიის შემნახავი სისტემების ბაზარზე ძირითადი სამი სეგმენტი არსებობს:

ელექტროობის გენერაცია და დისტრიბუციის ხელშეწყობა

კომერციული და ინდუსტრიული მომარაგების ხელშეწყობა

საცხოვრებელი მომომარაგება

ასეთი შემნახავი ბატარიის სისტემები ცალსახად შეუწყობენ ხელს გენერაციასა და მოთხოვნას თანხვედრაში.ამერიკული ენერგეტიკული კომპანიები უკვე მუშაობენ სისტემებზე რომლის სიმძლავრე ექვსი გიგავატ საათია. გრძელვადიან პერსპექტივაში სისტემების გამოყენების ზრდა უფრო ქარისა და მზის ენერგიების აკუმულირებისთვის არის მომგებიანი, ასეთ განახლებად ენერგიებს უფრო მეტად სჭირდებათ მოკლე ხანგრძივობით შენახვა რათა შექმნან მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჰიდროელექტრო სადგურებისთვისაც.

ევროპაში ამ ბაზარზე მოღვაწე ორგანიზაციებმა მოიგეს სახელმწიფო ტენდერები სიხშირის კონტროლზე და სიმძლავრეზე რაც კარგი მაგალითია სხვა ქვეყნის ბაზრების მოტივაციისთვის.

შემნახავი ბატარიის სისტემები აქტუალურია კომერციულ და ინდუსტირულ სექტორშიც. ამ სექტორში ფიქრობენ რომ ელექტრო მანქანების რიცხვით ზრდასთან ერთად საჭირო გახდება მეტი  დამტენი სადგურების მშენებლობა, ვარაუდობენ რომ 2030 წლისთვის გამოშვებული მანქანების 45 % ელექტრო იქნება, შესაბამისი სერვისი მიწოდების მიზნით საჭირო გახდება დამტენი სადგურების შემნახავი ბატარიის სისტემებით აღჭურვა.

მასობრივად დაიწყება დიზელის, გარემოსთან არამეგობრული გენერატორების ჩანაცვლება შემნახავი ბატარიის სისტემებით სავადმყოფოებსა თუ სხვა საგანგებო დანიშულების დაწესებულებებში. საბოლოო ჯამში ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგრადობის მისაღწევად აუცილებლად გახდება  ბაზრის ჩანაცვლება  განახლებადი ენერგიის წყაროებით. ასევე ნელ ნელა აქტუალური ხდება საცხვორებელ პირობებშიც ასეთი შემნახავი სისტემების გამოყენება.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ბატარიის ძირითადი მოთხოვანა ციკლის ხანგრძივობა, ხელმისწვდომობა, უსაფრთხოება და მდგრადობაა. ბაზარზე ლითიუმ-იონური ბატარიები ამჟამად დომინანტურია (LFT) რადგან მისი ღირებულება საგრძობლად მცირეა ნიკელის ბატარიასთან შედარებით, რომელსაც მეტად ხარისხიანად შეუძლია ენერგიის შენახვა და მიწოდება. საუკეთესო ვარიანტის ძიებაში მეცნიერებმა რამოდენიმე საინტერესო ბატარიის ნიმუშები შემოგვთავასზეს როგორებიცაა ნატრიუმ იონის, ნატრიუმ გოგირდის,ლითონჰაერის და ა.შ. ითვლება რომ ნატრიუმის იონის ბატარიებმა შესაძოა ჩაანაცვლონ ლითიუმ იონური ბატარიები რადგან მათი ღირებულება თითქმის 20 % ითნაკლებია,  მაგრამ ტექნოლოგიურიად ჯერ კიდევ ჩამორჩება ლითიუმ იონის ბატარიებს როგორც დაბალი ციკლით ასევე ენერგიის დაბალი მიწოდებით. ამის გარდა ნატრიუმ იონური ბატარიები ნაკლებად შესაძლებელია რომ თერმულად გადახურდეს და  გამორიჩევა მდგრადობით. ( ლითუმის მოპოვების დროს გარემოზე ზემოქმედების დონე მაღალია)საბოლოო ჯამში ინვესტორებს მოუწევთ ბსონის დადება ბატარიის ტიპზე და წარმოებაზე.

დღეს დღეისობით შემნახავ ბატარიის სისტემებს აწარმოებს Tesla, Sonnen Gmbh, Samsung SDI, Fluence Enrgy,CATL,LG Chem,General Electric,Nextera Energy, Toshiba, Ambri, Siemens, Aquion Energy, Samsung, Electrvaya, Eaton Corporation.

bottom of page