top of page

ჰიდროელექტროსადგურების შეფასების მეთოდოლოგია

Updated: Jan 11


საქართველოს ძირითადი ელექტორო სადგურები წყლის ენერგიაზე მუშაობენ. ქვეყანაში ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ინვესტორთა რიცხვიც და, რა თქმა უნდა, გაჩნდა როგორც კონსტურქციული და საოპერაციო ხარჯების აუცილებლობა ასევე ბაზარზე არსებული მცირე და საშუალო ჰესების მონიტორინგისა და შეფასების აუცილებლობაც.

ჰესების შეფასება დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების გარეშე რთული საკითხია, რადგან სულ უფრო ახალი ტექნოლოგიებითა და მიდგომებით მიმდინარეობს მშენებლობა და შემდგომი ოპერირება. ახალი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აშენებულ ჰესებს ნაკლები ფუნქციონალური ცვეთა გააჩნიათ და მეტი ეფექტურობითაც გამოირჩევიან ამიტომ თანამედროვე სტანდარტებით და ტექნოლოგიებით მომუშავე ჰესების საოპერაციო ხარჯებიც შედარებით მცირეა.

გასათვალისწინებელია ჰესის ადგილმდებარეობა, გარემო პირობები და სიმძლავრე, რადგან ეს ფაქტორები პირდაპირ ზეგავლენას ახდენენ ჰიდროელექტრო სადგურის ეფექტურ მუშაობაზე.

შეფასების დროს ტექნიკური და ფიზიკური დეტალების გარდა მინშვნელოვანია ჰიდროელექტროსადგურის ფინანსური მონაცემები, რათა ზუსტად შეფასდეს ჰესის ეფექტურობა და სარგებლიანობა, ასევე სხვადასხვა ფინანსური მულტიპლიკატორებით განისაზღვროს მისი ღირებულება და სამომავლო შესაძლებლობები.

ენერგეტიკის სექტორში ბაზრის შედარებითი აქტიურობა საშუალებას გვაძლევს შეფასების დროს საქართველოს ბაზარზე არსებული მულტიპლიკატორები გამოვიყენოთ და შესაფასებელი ჰესები (მცირე ჰესები უფრო ხშირად)ახლო წარსულში მსგავს სხვა ელექტროსადგურების ტრანზაქციებს შევადაროთ.

ჰიდროელექტრო სადგურების შეფასება უნდა წარიმართოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ, უნდა გაინსაზღვროს თუ რა მიზნებისთვის არის საჭირო შეფასების დასკვნა, რათა უკეთესად ჩამოაყალიბოს შემფასებელმა შეფასების მეთოდოლოგია და საჭიროებისამებრ განსაზღვროს გამოსაყენებელი შეფასების ინსტურმენტები.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, შეფასებაში სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: საბაზრო მეთოდი, შემოსავლების მეთოდი და დანახარჯების მიეთოდი,როდესაც აქტივს შეუძლია ფინანსური ნაკადების გენერირება, შემფასებელი ძირითად ორ მიდგომას საბაზრო მიდგომასა და შემოსავლების მიდგომას იყენებს, თუ შეფასების პერიოდისთვის აქტივს არ გააჩნია შემოსავლის გენერირების უნარი მაშინ შეფასების პრაქტიკაში გამოიყენება დანახარჯების მიდგომა რაც საკუთარ თავში გულისხმობს აქტივის აღდგენისა ან ჩანაცვლების ღირებულების გამოთვლას. აღდგენისა და ჩანაცვლების ღირებულება იგივე რაც გავიგოთ რა დაჯდებოდა ანალოგიური სარგებლიანობის აქტივის შექმნა ან მსგავსი აქტივის შექმნა შეფასების პერიოდისათვის და გამოვაკლოთ ყველა ფიზიკური, ფინანსური თუ ეკონომიკური ცვეთა რაც აქტივს გააჩნია.

ჩვენი კვალიფიციური შემფასებლები და დარგის სპეციალისტები დაგეხმარებიან სწორად განსაზღვროთ თქვენი ქონების ღირებულება, ასევე მოამზადოთ საინვესტიციო პროექტი და მიიღოთ სადაზღვეო თუ ფინანსური მხარდაჭერა.

136 views
bottom of page