top of page

როგორ მივიღოთ საქართველოში ბინადრობის უფლება

Updated: Feb 23


base2023

არსებობს ბევრი სხვადასხვა ტიპის ბინადრობის უფლება: სასწავლო, შრომით, სპეციალური და იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების  უძრავი ქონებას  ფლობთ ან თქვენს მიერ განხორიციელებული ინვესტიცია აღემატება 300 000 აშშ დოლარს.

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ასეთი ბინადრობის ნებართვის ვადა 1 წელიწადია და შესაძლებელია ყოველი წლის ბოლოს გაგრძელება. თუ ასეთი ტიპის ბინადრობის უფლება გაგრძელდება 5 წელიწადზე მეტხანს მფლობელს შეუძლია სამუდაომ ბინადრობაზე წარადგინოს განცხადება.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა - გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, და მის ოჯახის წევრებზე. ასეთი ტიპის ბინადრობის ვადა 5 წლიანია და ვადის გასვლის შემდგომ შესაძლებელია მუდმივი ბინადრობის მოთხოვნა.

იმისთვის რომ ამ ტიპის მოწმობა აიღოთ საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

  • იუსტიციის სახლში შევსებული დადგენილი ფორმის განცხადება, ფოტოსურათთან ერთად. (რომელიც შეგილძლიათ იქვე გადაიღოთ)

  • პასოპრტი, რეკომენდირებულია ქართულად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

  • კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი/ შტამპი.

  • შეძენილი უძრავი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერი.

  • სერტიფიცირებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენთან.

  • თუ 300 000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია გაქვთ განხორციელებული საქართველოში,დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5 views

Comentarios


bottom of page