top of page

კომერციული უძრავი ქონების შეფასება — სრული გზამკვლევი

  • Writer: Base 2023
    Base 2023
  • 2 days ago
  • 1 min read

Updated: 18 hours ago

კოემრციული ფართი

კომერციული უძრავი ქონების შეფასება არის პროცესი, რომლის მიზანია კონკრეტული ობიექტის საინვესტიციო, სამართლიანი, ზიანის, ლიკვიდური, სინერგიული ან საბაზრო ღირებულების განსაზღვრა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

საქართველოში ამ სერვისზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება:

  • ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს

  • კომერციული ფართის ქირავნობის/გაყიდვის/ჩუქების/გაცვლისას

  • ბიზნესის გაფართოებისა და რესტრუქტურიზაციის პროცესში

  • საგადასახადო და იურიდიული მიზნებისთვის

  • სასამართლო დავების დროს

კომერციულ ქონებას ახასიათებს მრავალმხრივი შეფასების მიდგომა, რადგან საჭიროებს ბაზრის სიღრმისეულ კვლევას, შემოსავლების ანალიზს, კაპიტალიზაციის განაკვეთის განსაზღვრას, დაგეგმილი გამოყენების შეფასებას და ობიექტის პოტენციური მომგებიანობის გამოთვლას.

ასეთი შეფასებები შეიძლება იყოს: სავაჭრო ფართის შეფასება, კვების ობიექტის შეფასება, საოფისე და სასაწყობე ფართების შეფასება.


რა შედის კომერციული უძრავი ქონების შეფასებაში?

  • იურიდიული და ფიზიკური მახასიათებლების ანალიზი

  • ადგილმდებარეობის ანალიზი

  • ბაზრის კვლევა და ანალოგების შეფასება

  • საუკეთესო გამოყენების ანალიზი (HBU)

  • ღირებულების გამოთვლა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შერჩევა


როგორია შეფასების პროცესი?

  • შეკვეთის დადასტურება – ინვოისისა და შეთანხმების წერილის მომზადება

  • ობიექტის ინსპექტირება – ადგილზე შემფასებლის მისვლა

  • დასკვნის მომზადება და გადაცემა – ელექტრონულად ან ბეჭდური ფორმით


რატომ გვენდობიან?


  • 15+ წლიანი გამოცდილება

  • მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებით (IVS)

  • სანდოობა იურიდიულ და ფინანსურ სექტორში

  • დეტალური და არგუმენტირებული დასკვნები

  • სწრაფი და ზუსტი მომსახურება

  • ინდივიდუალური მიდგომა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით — ჩვენი სერტიფიცირებული შემფასებლები ამომწურავ პასუხს გაგცემენ ნებისმიერ კითხვაზე.



 
 
 

Comments


bottom of page