Solar Glass (გამჭვირვალე PV მინა): რეალური როლი მდგრადობაში, ღირებულება და შეფასების პერსპექტივა
- Dec 19, 2025
- 1 min read
Solar Glass, იგივე გამჭვირვალე ფოტოვოლტური მინა (Transparent PV Glass / BIPV), წარმოადგენს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიას, რომელიც შენობის ფასადს ან სახურავს ენერგიის გენერაციის ფუნქციას ანიჭებს და ამავდროულად ინარჩუნებს ბუნებრივ განათებას.
Solar Glass მიეკუთვნება Building-Integrated Photovoltaics (BIPV) ტექნოლოგიებს, სადაც ენერგიის გამომუშავება ინტეგრირებულია შენობის გარსში და არა დამატებით კონსტრუქციად. (წყარო: https://en.wikipedia.org/wiki/Building-integrated_photovoltaics)
მდგრად განვითარებაში მისი როლი გამოიხატება:
- შენობის საოპერაციო ხარჯების შემცირებაში
- ნახშიროჟანგის ემისიების კლებაში
- ენერგიის გენერაციის ინტეგრირებაში ფასადში
ასეთი ტექნოლოგია ეკონომიკურად გამართლებულია იმ ობიექტებში, სადაც ფასადებზე დიდი რაოდენობით მინაა გამოყენებული და პროექტს აქვს ESG ან Net-Zero მიზნები:
- ბიზნეს ცენტრები და საოფისე შენობები

- აეროპორტები და სატრანსპორტო ჰაბები
- უნივერსიტეტები და კვლევითი ობიექტები
- საზოგადოებრივი და კულტურული შენობები
- სპეციალიზებული R&D ტიპის სათბურები
დადასტურებულ პროექტებში სოლარული მინის ღირებულება მერყეობს დაახლოებით 1,200–1,500 აშშ დოლარის ფარგლებში კვადრატულ მეტრზე. გამჭვირვალე PV მინის საშუალო პიკური სიმძლავრე შეადგენს დაახლოებით 25–35 Wp/მ². კვლევით პროექტებში დაფიქსირებულია ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვანი შემცირება (დაახლოებით 40–60%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი დამოკიდებულია ობიექტის მდებარეობაზე, ფასადების ორიენტაციაზე და საინჟინრო სისტემებზე. (დამატებითი წყარო: https://www.pv-magazine.com/technology/building-integrated-photovoltaics/)
სოლარული მინა ცვლის ფასადის ტრადიციულ როლს და აქცევს მას შენობის ენერგეტიკულ სისტემის ნაწილად, რაც ზრდის ფასადების ორაენტაციის და ფორმის მნიშვნელობას და არქიტექტურას უფრო მჭიდროდ აკავშირებს ენერგომოდელირებასთან. (წყარო: https://worldgbc.org/ )
მიუხედავად ტექნოლოგიის დღევანდელი სიძვირისა განვითარება და წარმოების მასშტაბის ზრდა მომავალში შეიძლება დადებითად აისახოს ფასზე და ენერგოეფექტურობაზე, თუმცა ჩვენი აზრით უახლოეს პერიოდში რადიკალური გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია.
როგორ შევაფასებდით Solar Glass-ით აღჭურვილი ობიექტებს?
ასეთი ობიექტების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება:
- Highest and Best Use ანალიზს
- ენერგოეფექტურობისა და ESG ფაქტორების შეფასებას
- საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციას
- ჩანაცვლების ღირებულების განსაზღვრას
- ფუნქციური და ტექნოლოგიური ცვეთის ანალიზს
დეტალური ინფორმაცია შეფასების სერვისზე: https://www.base2023.com/უძრავი-ქონების-შეფასება






































































































Comments