მიწის ნაკვეთის შეფასება
- Base 2023

- 3 hours ago
- 1 min read

მიწის ნაკვეთის შეფასება არც ისე მარტივი პროცესია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
მისი ღირებულება დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე — ზონირება, მდებარეობა, განაშენიანება, ბაზრის აქტივობა და სხვა.
სწორად შესრულებული უძრავი ქონების შეფასება უზრუნველყოფს ობიექტის რეალურ ღირებულებას და მის შესაბამისობას საბაზრო პირობებთან.
რა მეთოდებით ფასდება მიწის ნაკვეთი?
მიწის ნაკვეთის შეფასების რამოდენიმე მეთოდი არსებობს ესენია:
საბაზრო (შედარებითი) მეთოდი -გამოიყენება ანალოგიური მიწების საბაზრო ფასების შედარებით. რომლებიც შეიძლება იყოს მიმდინარე შეთავაზება ან დასრულებული ტრანზაქცია.
ქვედანაყოფების განვითარების მეთოდი - გამოიყენება დიდი ნაკვეთების დაყოფისა და განვითარების დაგეგმვის შემთხვევაში.
განაწილების მეთოდი - მიწისა და მასზე არსებული გაუმჯობესებების ღირებულების პროპორციული განაწილების მეთოდი.
ექსტრაქციის მეთოდი - იყენებს ნარჩენი ღირებულების პრინციპს, მთლიანი ქონებიდან გამოისახება მიწის ღირებულება.
ნარჩენი ღირებულების მეთოდი -გამოიყენება კომერციული მიწის შეფასებისას შემოსავლის მოდელით.
ქირის კაპიტალიზაციის მეთოდი -ვაკანტური მიწის საიჯარო ფასის კაპიტალიზაციის საფუძველზე.
შემფასებელი ინდივიდუალურად ადგენს თუ რა მეთოდით მიუდგეს შესაფასებელ ობიექტს და ცდილობს მაქსიმლაურად ზუსტად შეაფასოს შესაფასებელი ღირებულება იქნება ეს საბაზრო ღირებულება, საინვესტიციო ღირებულება, სინერგიული ღირებულება თუ თანაბარუფლებიანი ღირებულება.
როდის არის საჭირო მიწის ნაკვეთის შეფასება?
ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს
დეველოპერული პროექტიების დაგეგმივს დროს
სასამართლო დავებში
საგადასახადო მიზნებისთვის
რეზიდენტობის მიღების მიზნით ან უბრალოდ ყიდვა/გაყიდვის დროს
დეტალური მიწის ნაკვეთის შეფასება მოიცავს:
საუკეთესო გამოყენების განსაზღვრას;
სწორი მეთოდოლოგიის შერჩევას;
მიწის ნაკვეთის ფიზიკურ და იურიდიული მახალიათებლების შესწავლას;
მიწის ნაკვეთის ბაზრის ანალიზს;
შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
როგორია შეფასების პროცესი?
შეკვეთის დადასტურება – ინვოისისა და შეთანხმების წერილის მომზადება
ობიექტის ინსპექტირება – ადგილზე შემფასებლის მისვლა
დასკვნის მომზადება და გადაცემა – ელექტრონულად ან ბეჭდური ფორმით
რატომ გვენდობიან?
15+ წლიანი გამოცდილება
მუშაობა საერთაშორისო სტანდარტებით (IVS)
სანდოობა იურიდიულ და ფინანსურ სექტორში
დეტალური და არგუმენტირებული დასკვნები
სწრაფი და ზუსტი მომსახურება
ინდივიდუალური მიდგომა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით — ჩვენი სერტიფიცირებული შემფასებლები ამომწურავ პასუხს გაგცემენ ნებისმიერ კითხვაზე.






































































































Comments