top of page

ავტომობილის შეფასება – საჭიროებები, პროცედურა და ძირითადი ფაქტორები

  • Writer: Base 2023
    Base 2023
  • Jan 16
  • 2 min read
ავტომობილის შეფასება

ავტომობილის შეფასება წარმოადგენს პროფესიულ პროცესს, რომლის მიზანია ავტომობილისრეალური ღირებულების დადგენა კონკრეტული თარიღისთვის IVS – შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სერტიფიცირებული შემფასებლების მიერ. შეფასება ეფუძნება ბაზრის ანალიზს, ტექნიკურ მდგომარეობას და ეკონომიკურ ფაქტორებს, რაც უზრუნველყოფს ობიექტურ და დასაბუთებულ დასკვნას.

რისთვის გამოიყენება ავტომობილის შეფასება

ავტომობილის შეფასება გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

·       საბანკო უზრუნველყოფისა და იპოთეკური ვალდებულებების დროს

·       ლიზინგისა და ავტოკრედიტის გაფორმებისას

·       ყიდვა-გაყიდვის პროცესში

·       საგადასახადო მიზნებისთვის

·       სამართლებრივი დავებისას

·       მემკვიდრეობისა და ქონების გაყოფის დროს

·       დაზღვევისა და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში

·       კორპორატიული ბუღალტრული აღრიცხვისა და ბალანსისთვის


ავტომობილის შეფასების პროცედურა

ავტომობილის შეფასების პროცესი არის სტრუქტურირებული და მოიცავს რამდენიმე ეტაპს. შეფასებაიწყება მას შემდეგ, რაც შემფასებელი ადგილზე ახორციელებს ავტომობილის ინსპექტირებას.

ინსპექტირებისას ხორციელდება:

·       ავტომობილის მარკის, მოდელისა და გამოშვების წლის იდენტიფიცირება

·       ძრავის ტიპის, მოცულობისა და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა

·       კომპლექტაციისა და დამატებითი ოფციების შეფასება

·       ტექნიკური მდგომარეობის, ვიზუალური და ფუნქციური ცვეთის ანალიზი

შემდგომ ეტაპზე შემფასებელი სხვადასხვა შეფასების მეთოდის გამოყენებით ადგენს ავტომობილის ღირებულებას და ამზადებს შეფასების დასკვნას.


ავტომობილის შეფასების მეთოდები

ავტომობილის შეფასებისას გამოიყენება სამი ძირითადი მეთოდი:


1. საბაზრო მიდგომა

ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მეთოდია საბაზრო ღირებულება, რომელიც ეფუძნება ღია ბაზარზეარსებულ ანალოგიურ ავტომობილებზე შეგროვებულ მონაცემებს. ასეთი მიდგომითშესრულებული ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასება მაქსიმალურად ახლოს არის რეალურ საბაზრო ფასთან.


2. დანახარჯების მიდგომა

ეს მეთოდი გულისხმობს ანალოგიური ახალი ავტომობილის შეძენის ან იმპორტის ღირებულების განსაზღვრას და შემდგომ სხვადასხვა ტიპის ცვეთის (ფიზიკური, ფუნქციური, ეკონომიკური) დარიცხვას.


3. შემოსავლების მიდგომა

გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ავტომობილი ქმნის შემოსავალს (მაგალითად, გაქირავება). ღირებულება განისაზღვრება ავტომობილის შემოსავლიანობის ანალიზის საფუძველზე.

შემფასებელი არჩევს იმ მეთოდს ან მეთოდთა კომბინაციას, რომელიც კონკრეტული ავტომობილისთვის უზრუნველყოფს ყველაზე ზუსტ შედეგს.


ავტომობილის შეფასების დროს გამოყენებული სხვა ღირებულებები

ჩვენს პრაქტიკაში ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასებასთან ერთად ხშირია სხვა ტიპის ღირებულებების განსაზღვრაც, მათ შორის ავტომობილის ზიანის ღირებულების შეფასება, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამართლებრივი დავების დროს.

ასევე შესაძლებელია სხვა ტიპის ღირებულებების შეფასება, როგორიცაა:

·       საბაზრო საიჯარო ღირებულების შეფასება

·       სამართლიანი ღირებულების შეფასება

·       სალიკვიდაციო ღირებულების შეფასება

·       სპეციალური ღირებულების შეფასება


ექსპერტების ჩართულობა შეფასების პროცესში

ზოგიერთ შემთხვევაში ავტომობილის შეფასების პროცესში აუცილებელია ავტოხელოსნის ან ავტოსახელოსნოს ჩართულობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა სარემონტო სამუშაოების სირთულისა და ღირებულების შეფასება.

ასეთი შემთხვევები მოითხოვს გამოცდილ, სპეციალიზებულ შემფასებელს და კოორდინირებულ საშემფასებლო ჯგუფს.


რატომ ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი გამოირჩევა მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით ავტომობილების შეფასების სფეროში. პროფესიული ცოდნა, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და ბაზრის ღრმა ანალიზი წარმოადგენს საიმედო და ზუსტი შეფასების დასკვნის გარანტიას.

👉 ავტომობილის შეფასების მომსახურების მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:


 
 
 

Comments


bottom of page