საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება
- Base 2023

- 3 days ago
- 1 min read
Updated: 18 hours ago
საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება არის პროცესი, რომლის მიზანია:

დღეს ეს სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია საქართველოში - ყიდვა გაყიდვისას, მემკვიდრეობის მიღებისას, სამართლებრივი დავების,რეზიდენტობის მისაღებად, საგადასახადო მიზნებისთვის ან უბრალოდ ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად.
ამ პროცესებში სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ მომზადებული დასკვნა არის სანდო, ობიექტური და სამართლებრივად სრულიად მისაღები დოკუმენტი.
ჩვენ ვმუშაობთ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით და გთავაზობთ როგორც საბაზრო ასევე საინვესტიციო, სინერგიული და სხვა ტიპის ღირებულებების განსაზღვრას.
რას ითვალისწინებს საცხოვრებელი უძრავი ქონების შეფასება?
უძრავი ქონების იურიდიული და ფიზიკური მახასიათებლების შესწავლას;
მდებარეობის და გარემოფაქტორების განსაზღვრას;
ბაზრის კვლევასა და ფასების სტატისტიკას;
საუკეთესო გამოყენების ანალიზს;
სხვადასხვა მეთოდებით ღირებულების გამოთვლას;
როგორ მიმდინარეობს შეფასების პროცესი?
შეკვეთის დადასტურიება, ინვოისისა და შეთანხმების წერილის მომზადება;
ობიექტის ინსპექტირება(ფორსმაჟორულ პირობებში შესაძლებელია შეფასება ინსპექტირების გარეშე);
დასკვნის მომზადება ინსპექტირებიდან საშუალოდ ორ სამუშაო დღეში;
როგორ გადმოგეცემათ დაკსვნა?
დასკვნა სტანდარტულად გადმოგეგზავნებათ ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ხელმოწერით, რომელსაც აქვს სრული იურიდიული ძალა. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ბეჭდური ვერსიის მომზადებაც - სველი ბეჭდითა და ხელმოწერით.
რატომ გვენდობიან?
15+ წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული შემფასებელი
მუშაობა საერთაშორისო IVS სტანდარტებით
სანდოობა საბანკო და იურიდიულ სექტორში
დეტალური და არგუმენტირებული დასკვნები
სწრაფი და მაღალი სტანდარტების მომსახურება
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით, ჩვენი შემფასებლების ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხზე სრულად და ამომწურავად მოგაწვდიან პასუხს.






































































































Comments