top of page

უძრავი ქონების შემფასებელი - რა უნდა ვიცოდეთ მათზე


უძრავი ქონების შემფასებელი

უძრავი ქონების შემფასებელი იგივეა რაც:

  • სახლის შემფასებელი

  • ბინის შემფასებელი

  • მიწის ნაკვეთის შემფასებელი

  • კომერციული ფართის შემფასებელი

  • სპეციალიზირებული შენობის შემფასებელი

ასეთი პროფესიის ადამიანები განსაზღვრავენ ქონების ღირებულებას სხვადასხვა მეთოდებით, ანალიტიკური თუ ფინანსური გაანგარიშებებით. შეფასების დასკვნა შესაძლოა სხვადასხვა მიზნებისთვის მომზადდეს, როგორებიცაა, იპოთეკური სესხის, საგადასახადო,სადაზღვეო და ა.შ.

შემფასებლები ითვალისწინებენ შემდეგ გარემოებებს:

  • საკუთრების უფლებას და ვალდებულებებს ქონებაზე

  • უძრავი ქონების ადგიმლდებარეობას

  • შენობის ასაკი

  • მიწის ფორმა, ზომა, რელიეფი

  • ინტერიერი და ექსტერიერი

  • კომუნიკაციები

  • დამატებითი გაუმჯობესებები

  • მოაქვს თუ არა ქონებას შემოსავალი

  • არის თუ არა ქონების მიმდინარე გამოყენება მისი საკუკეთესო გამოყენება.

 მას შემდეგ რაც უძრავი ქონების შემფასებელი შეაგროვებს ინფორმაციას უძრავ ქონებაზე, ის ადარებს იგივე ტერიტორიაზე მსგავს გაყიდულ ან გასაყიდად გამოტანილ ობიექტებს, სხვადასხვა ფორმულებით და მიდგომებით ცდილობს შესაფასებელი ქონების როგორც საბაზრო ღირებულებას ასევე საინვესტიციო, ლიკვიდური თუ საიჯარო ქირის დადგენას.

უძრავი ქონების შემფასებელს უნდა გააჩნდეს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატი. რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია ორი წლით და ყოველი ორი წლის მერე შესაბამისი გამოცდის შედეგად ხდება რესერტიფიცირება.

 თუ თქვენ საჭიროებთ უძრავი ქონების შემფასებლის დახმარებას ამისთვის საჭიროა შეავსოთ ამ გვერდზე მოცემული ფორმა, ან დაუკავშირდეთ კომაპნია „ბაზა2023“ სადაც მოგემსახურებიან როგორც უძრავი ქონების შემფასებლები, ასევე სერტიფიცირებული მოძრავი ქონების შემფასებელი,ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შემფასებელი.

თქვენ ასევე შეგიძიათ, აზომოთ თქვენითვის საინტერესო უძრავი ქონება სერტიფიცირებულ ამზომველებთან ერთად, მიიღოთ იურისტის კონსულტაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სხვადასხვა იურიდიულ საკითხებზე ან ფინანსური კონსულტაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საგადასახადო საკითხებზე.  ასევე ჩვენი თანამშრომლები შეადგენენ ქონების პროფილს და დაგეხმარებიან  მის რეალიზაციაში.

Comments


bottom of page